საზოგადოება

თბილისის კლინიკებში ინფექციების კონტროლის მონიტორინგი მიმდინარეობს

20.10.16 14:40


თბილისის ათ მსხვილ სამედიცინო კლინიკაში ინფექციების კონტროლის განმეორებითი მონიტორინგი მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე, კონტროლი ამ მიმართულებით თბილისის 10 კლინიკაში, 6 თვის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც დაწესებულებებს შესასრულებელი მოთხოვნები წარედგინათ. ამ ეტაპზე კი გაცემული რეკომენდაციების შესრულება ფასდება.

თითოეულ კლინიკაში განმეორებითი მონიტორინგი ორ დღეს გაგრძელდება, შემოწმება ოქტომბრის ბოლოს ათივე სამედიცინო დაწესებულებაში დასრულდება, რის შემდეგაც შედეგები დამუშავდება და 10 ნოემბრისთვის ანალიზი მომზადდება.

შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციები გაიცემა და კლინიკებს შესასრულებლად მიეწოდება.

ინფექციების კონტროლის მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორთა ჯგუფი სტაციონარული დაწესებულების გარემოს, დაწესებულების შენობის მდგომარეობას, ეზოს სისუფთავეს, სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტს, წყალმომარაგების სისტემას, სათავსების სისუფთავეს, თეთრეულისა და საწოლის აღჭურვილობის რეცხვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას აფასებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები