საზოგადოება

სატყეო სააგენტო შეშის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

20.10.16 15:15


სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, მოახლოებული ზამთრის სეზონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“მოსახლეობის შეშით დროული უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ყოვეწლიურად, გაზაფხულის დადგომისთანავე, ახორციელებს ტყეკაფების გამოყოფისა (მოსაჭრელი ხეების მონიშვნის) და ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე, აღსანიშნავია, რომ არსებობს წინა წლების ტყეკაფების ნაშთები, საიდანაც მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში შეუძლია ხე-ტყის ათვისება.

მიმდინარე წელს, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონალური სამსახურების თანამშრომლები, აქტიურად ახდენდნენ მოსახლეობის ინფორმირებას ხელმისაწვდომი რესურსის მოცულობის, მდებარეობისა და მოპოვების პროცედურებთან დაკავშირებით.

მათ შორის, მომზადდა საინფორმაციო სატელევიზიო ვიდეო-რგოლი, ყველა მუნიციპალიტეტში, საინფორმაციო დაფებზე განთავსდა საჭირო ინფორმაცია.

სააგენტო მიმართავს თხოვნით მოქალაქეებს, რომლებმაც, აღნიშნული ღონისძიებების მიუხედავად, ვერ შეძლეს რესურსის ათვისება, ნებისმიერი სახის ინფორმაციის ან საჭირო დახმარების მისაღებად დაუკავშირდნენ რეგიონულ სატყეო სამსახურებს შემდეგ ნომრებზე:

კახეთის სატყეო სამსახური – 595000110
შიდა ქართლის სატყეო სამსახური – 595000757
ქვემო ქართლის სატყეო სამსახური – 595000182
მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახური – 595095512
იმერეთის სატყეო სამსახური – 595000343
სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახური – 595000480
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური – 595000603
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახური – 595000485
გურიის სატყეო სამსახური – 595000088

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სოციალური ჭრის ფარგლებში, ყოველწლიურად დაბალ ზონაში მცხოვრებ კომლს არაუმეტეს 7 კბმ და მაღალმთიან ზონაში მცხოვრებ კომლს არაუმეტეს 15 კბმ საშეშე მერქნის მოპოვება შეუძლია, ამასთან, სოციალური ჭრის ფარგლებში მოპოვებული მერქნული რესურსის გასხვისება-რეალიზაცია აკრძალულია”, – აღნიშნულია განცხადებაში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები