ეკონომიკა

საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რომ საქმიანი ტურიზმის ცენტრი გახდეს

20.10.16 16:25


საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, გახდეს საქმიანი ტურიზმის ცენტრი, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაციაზე.

ბიუროს მთავარ ამოცანას საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარებისა და სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა წარმოადგენს.

გარდა ამისა, ბიუროს კიდევ ერთი ფუნქციაა საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის თანახმად, მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიკაცია და საქართველოს გადაქცევა ოთხსეზონიან ტურისტულ ქვეყნად, განაცხადა ბოჭორიშვილმა. პრეზენტაციაზე წარმოადგინეს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მოქმედებების გეგმა, წევრობის კატეგორიები, შესაძლო თანამშრომლობის გზები და მიღწეული შედეგები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ განთავსების ობიექტების, ტურისტული და ავიაკომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ტურიზმის ახალი სახეობა „MICE-ტურიზმი“ ერთ-ერთი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ორიენტირებულია მსხვილ ორგანიზებულ კორპორატიულ და პროფესიულ ტურებზე. „MICE-ტურიზმი“, ძირითადად, კარგად დაგეგმილ და წინასწარ დეტალურად გაწერილ ღონისძიებას წარმოადგენს რაიმე თემის გარშემო, როგორიცაა ჰობი, პროფესია ან საგანმანათლებლო თემა. Caucasus Tourism Fair CTF 2016-ის ფარგლებში გაიმართა CAUCASUS MICE 2016-ის საქმიანი ტურიზმის მეხუთე საერთაშორისო გამოფენა, შეხვედრები და კონფერენციები.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 775


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები