ანალიტიკა
22.04.22 17:40
ცხინვალის რეგიონის ანექსიის ალბათობა უკანონო ე.წ. „რეფერენდუმის“ გზით სეპარატისტული ერთეულის „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთთან მიერთების თაობაზე სულ უფრო იზრდება. ყოველ შემთხვევაში, სეპარატისტმა მარიონეტმა ანატოლი ბიბილოვმა, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის“ „არჩევნების“ მეორე ტურის წინ ინტერვიუ მისცა რუსულ ტელევიზიას, სადაც ხაზი გაუსვა „რუსეთის ფედერაციაში შეერთების აუცილებლობას:
ბიბილოვმა ექიდნურად განაცხადა, რომ არჩევნებში ოკუპირებული ტერიტორიის ოსები გააკეთებენ არჩევანს „რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებასა და კანონის იდეოლოგიას“ (რასაც ის, რა თქმა უნდა მის კანდიდატურას უკავშირებს) და „უკანონობასა და რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას“ შორის.
ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში განხორციელებული გენოციდისა და უკანონობის მსხვერპლებმა, რომლებიც რუსეთის ოკუპაციაში იმყოფებოდნენ, ყველაზე კარგად უწყიან რას ნიშნავს ეს „კანონის იდეოლოგია“ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. ან მაგალითად 300 000-ზე მეტმა ქართველმა დევნილმა, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში. სრულიად გაუგებარია, რომელი „კანონის“ საფუძველზე წაართვეს მათ სახლები, მიწები და დაუხოცეს ნათესავები და მეგობრები.
კრემლის კურატორების დავალებით, ბიბილოვი დღეს აქტიურად აწარმოებს ე.წ. „სარეფერენდუმო“ კამპანიას საქართველოს ტერიტორიის ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ.
„რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება. რაც მთავარია, ხალხის ეს გადაწყვეტილება იძლევა ჩვენი ხალხის მომავლის რწმენას და არა მარტო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ნდობას აძლევს ჩვენს მთელ რუსულ სამყაროს, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს, ისინი სწორედ ამას ელოდებიან.
დღეს ჩვენ ყველანი ვართ მოწმეები, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ, აბსოლუტურად სწორი იყო. ის ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ხალხმა თავი კარგად იგრძნოს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, როდესაც ბევრი მას ზურგს აქცევს და ჩვენ კი მისკენ ვილტვით, რადგან ეს არის ჩვენი სამყარო. რუსეთი ჩვენი ისტორიული სამშობლოა და ეს არ უნდა დავივიწყოთ“, - პირდაპირ აცხადებს ანატოლი ბიბილოვი.
გასარკვევი რჩება, რა არის ოსებისთვის „კარგი“ რუსი ოკუპანტების გაგებაში და რატომ სჭირდება კრემლს ცხინვალის ანექსია სწორედ ეხლა.
საქმე იმაშია, რომ კრემლი ამზადებს ე.წ. „რეფერენდუმებს“ არა მხოლოდ ოკუპირებულ ცხინვალში, არამედ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ნაწილებშიც. უფრო მეტიც, იმ ტერიტორიებზე სადაც „რეფერენდუმი“ იგეგმება ოკუპანტების სისასტიკე ჯერაც არ არის იმდენად „აღმაშფოთებელი“, როგორც ეს იყო ბუჩასა და ჩრდილოეთ უკრაინის სხვა ოკუპირებულ რეგიონებში, რომელიც ცოტა ხნით განთავისუფლდა ოკუპანტებისაგან და ამას აქვს თავისი ახსნა.
უკრაინის კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების მიერთებას რუსეთის ფედერაცია არ აპირებდა. ისევე, როგორც სეპარატისტული ე.წ. "სახალხო რესპუბლიკები"-ს აღიარებას. ამიტომ, აქ ყოველგვარი „თამაშის“ გარეშე, ოკუპანტებმა თითქმის მაშინვე დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი.
მაგრამ უკრაინის სამხრეთით, უკვე ოკუპირებული შავი და აზოვის ზღვების მიმდებარედ, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილებთან მიმართებაში კრემლს სხვა გეგმები აქვს. რუსეთის ფედერაცია აპირებს ამ მიწების ანექსიას, რათა „სახმელეთო დერეფანი“ მიიღოს ადრე ანექსირებულ ყირიმამდე. ამიტომაც, აქ ტერორის მასშტაბები შედარებით მცირეა და საკვები რაციონის დარიგებით მოსახლეობას ჯერჯერობით „ეთამაშებიან“. სწორედ ისე, ოღონდ ბევრად უფრო მასშტაბურად, როგორც ოკუპანტები მრავალი წლის განმავლობაში „ეთამაშებოდნენ“ აფხაზებსა და ოსებს.
მაგრამ ამ რაციონის და დამპყრობლების „სიკეთეს“ გადახდა უნდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში რუსი დამპყრობლები უკრაინასთან ომისთვის მოსახლეობის იძულებითი მობილიზაციის ორგანიზებას გეგმავენ. ოკუპირებული რეგიონის მთელი მამრობითი სქესის მოსახლეობას უპირებენ შეიარაღებას და უკრაინის არმიის პოზიციებზე სასაკლაოზე გაგზავნას. ვინც წინააღმდეგობას გაწევს დახვრეტენ, როგორც "ბანდერას" და "ნაცისტს". მანამდე დამპყრობლები აპირებენ განახორციელონ ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარება ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ შექმნასა და მათ შემდგომ რუსეთთან „შეერთების“ საკითხზე. 2014 წელს ოკუპირებული ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკანონო „პლებისციტების“ ანალოგიით, მაგრამ ყოველგვარი ზედმეტი ცერემონიების გარეშე და უზარმაზარი წნეხის ქვეშ, იარაღის მუქარით და მყისიერი ანგარიშსწორებით „უკმაყოფილოების“ მიმართ.
დამპყრობლები ჩქარობენ. ჯერ კიდევ 2022 წლის 10 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ნოვა კახოვკაში დამპყრობლებმა გამოიყენეს ადგილობრივი სტამბები სააგიტაციო მასალების (ბროშურები, ბუკლეტები, პლაკატები, ბლანკები) დასაბეჭდად, რათა ჩაეტარებინათ „რეფერენდუმი ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შესახებ“. ასეთი „რეფერენდუმის“ ჩატარების მექანიზმზე უკრაინულმა დაზვერვამაც ისაუბრა.
„ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ რუსული მედიისთვის „თვალსაჩინოებად“ მოწყობილი საჩვენებელი უბნების გარდა რეალურ დროში ხმის მიცემის პროცედურები არ ჩატარდება. „კენჭისყრა“ მოხდება „ჰუმანიტარული დახმარების“ მიღებისას შეგროვებული საპასპორტო მონაცემების გამოყენებით.
საკვების რაციონის მისაღებად, ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს უნდა შეევსოთ კითხვარები პერსონალური მონაცემებით“, - იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო 19 აპრილს.
თავდაპირველად ე.წ. „რეფერენდუმი“ 2022 წლის მაისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში ფსევდო რეფერენდუმს მოაწყობენ ძალიან მალე - 2022 წლის 27 აპრილს (ანუ მომდევნო კვირის ოთხშაბათს). ამის შესახებ იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თარიღი გადაიდო (მაისიდან აპრილამდე).
„ცდილობენ რა საოკუპაციო ძალაუფლების რაც შეიძლება სწრაფ „ლეგიტიმაციას“, ისინი, როგორც ყოველთვის უგულებელყოფენ ყველა კანონსა და რეგულაციას. ის, რომ „რეფერენდუმი“ შუა კვირაში სამუშაო დღეს დაინიშნა დამატებით ხაზს უსვამს იმას, რომ დამპყრობლებს ადგილობრივი მოსახლეობის ნება არ აინტერესებთ და შედეგი ცნობილია წინასწარ მომზადებულ სცენარში“, - ნათქვამია სარდლობის "სამხრეთი" განცხადებაში, რომლის ერთ-ერთი პასუხისმგებლობის სფეროა ხერსონის რეგიონი.
"რეფერენდუმების" შემდეგ სავარაუდოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კაცების ტოტალური მობილიზება დაიწყება და მათ სასწრაფოდ სასაკლაოზე გადაისვრიან.
პრობლემა ძალიან სერიოზულია - შემთხვევითი არ არის, რომ იგივე ალექსეი არესტოვიჩმა შესთავაზა ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ნაწილის მაცხოვრებლებს მოქმედების სამი ვარიანტი:
„თანამოქალაქეებო თუ ისინი შეეცდებიან თქვენს აყვანას რუსეთის საოკუპაციო ჯარში, თქვენ გაქვთ სამი გზა: პირველი დაიმალეთ რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს. მეორე არის ტერიტორიის დატოვება, სანამ ეს შესაძლებელია. მესამე - თუ გამოგიძახებენ იარაღით ხელში დადექით უკრაინის მხარეს. თქვენ ჩვენთვის გმირები იქნებით, რომლებმაც შეძლეს არჩევანის გაკეთება რთულ ვითარებაში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა.
მიუხედავად იმისა, რომ ომის „ხორცსაკეპ მანქანაში“ გაგზავნის თავიდან აცილება ნამდვილად რთული იქნება, მაგრამ ოკუპანტების მხარეზე, ოკუპანტების მიერ ძალით მობილიზებული უკრაინელები მაინც თავიანთ მიწაზე იქნებიან. მათთვის უფრო ადვილი იქნება გაიქცნენ ან დაიმალონ ან თავი შეაფარონ ან გადავიდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს. მაგრამ კრემლის ინტერესებისთვის უკრაინაში საომრად გაგზავნილ ოსებსა და აფხაზებს წასასვლელი არსად ექნებათ.
ის ფაქტი, რომ ომის პირველ თვეში ოსების ერთი რაზმი, რომელსაც უკრაინაში ბრძოლა არ სურდა და სახლში დაბრუნდა არაფერს ნიშნავს. კრემლს ჯერ არ განუხორციელებია მათი მისამართით რეპრესიები, რადგან არ სურს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მაცხოვრებლები დროზე ადრე, „რეფერენდუმამდე“ და ანექსიამდე „შეაშინოს“.
ე.წ. "რეფერენდუმის" შემდეგ კი ოსებს წასასვლელი აღარსად ექნებათ და ყველა მამაკაცი, ფაქტობრივად უკრაინაში გადაიგზავნება სასიკვდილოდ. იგივე ელის აფხაზებს თუ ცხინვალის რეგიონის ანალოგიით ოკუპანტები იქ მოაწყობენ „რეფერენდუმს“ და ანექსიას.
Kavkazplus
წაკითხულია : 415
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მარგარიტა სიმონიანის მორიგი ტყუილი - ამჯერად "მონობის შესახებ მავრიტანიაში"
16:2021.05.22
-
16:1021.05.22
-
სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების საფუძვლების ჩამონათვალი გაფართოვდება
18:0020.05.22
-
მოძრაობა „აი ია“ ამერიკის ელჩ კელი დეგნანისგან მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე მკაფიო პასუხს ითხოვს
17:4020.05.22
-
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
17:2020.05.22
-
ვიქტორ დოლიძე: ნატოდან საქართველოს მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება
17:0020.05.22
-
ილია დარჩიაშვილი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
16:3020.05.22
-
16:0020.05.22
-
15:3020.05.22
-
15:0020.05.22
-
უკანონო ზეწოლა პოლიციელებზე, სამხედრო და სუს-ის მოსამსახურეებზე - DRI-ს საგანგაშო კვლევას აქვეყნებს
14:0020.05.22
-
13:0020.05.22
-
პამირი და ზანგეზური - ევრაზიის ორი საკვანძო წერტილი
12:0020.05.22
-
გვარამია არის დამნაშავე, რომელიც ამოფარებული იყო მედიას და პოლიტიკას - არჩილ თალაკვაძე
11:4520.05.22
-
11:3020.05.22
-
"ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა“ - კრამონი კობახიძეზე
11:1520.05.22
-
11:0020.05.22
-
10:4520.05.22
-
იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
10:3020.05.22
-
10:1520.05.22
-
თეა ახვლედიანმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა
10:0020.05.22
-
ქართული ოცნების ოფისთან ენმ-ის ახალგაზრდულის აქცია გაიმართა
18:0019.05.22
-
ლოგიკურია რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ლევან მამალაძე ბრუნდება, დაგვიანდა კიდეც - გიგა ბოკერია
17:4019.05.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9262 ლარი გახდა
17:2019.05.22
-
17:0019.05.22
-
16:4019.05.22
-
16:2019.05.22
-
16:0019.05.22
-
ლაშა ხუციშვილი ADB-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
15:4019.05.22
-
„IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანია მზად არის, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს
15:2019.05.22
-
თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებას: როგორ გაქვთ “სამთავრობო თმის ვარცხნილობები”, ყალყზეა?!
15:0019.05.22
-
მთავრობის მეთაური აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა
14:3019.05.22
-
14:0019.05.22
-
თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს შეხვდა
13:4019.05.22
-
13:2019.05.22
-
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13:0019.05.22