ანალიტიკა
29.04.22 11:15
2022 წლის 28 აპრილს დილით, მას შემდეგ რაც გამოჩნდა ინფორმაცია უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდში აფეთქებების შესახებ, Telegram-ში გამოჩნდა კრემლის მთავარი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანის პოსტი. ეს პოსტი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს თუ რა საფრთხეს წარმოადგენს სომხეთის მეწამორის ატომური ელექტროსადგური, რომელიც მისნაირ „მოაზროვნეთა“ ხელშია.
მარგარიტა სიმონიანი, ფაქტობრივად კაცობრიობის წინააღმდეგ ბირთვული ომისკენ მოუწოდებს:
https://t.me/margaritasimonyan/11250
„ბელგოროდში აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის განგაშის ხმები ისმის.
ანგლო-საქსები უკრაინას საჯაროდ სთავაზობენ საომარი მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანას და სათანადოდაც ამარაგებენ მას ამ გეგმის განხორციელების საშუალებებით.
რა არჩევანს გვიტოვებთ, იდიოტებო? დარჩენილი უკრაინის სრული განადგურების არჩევანს?
ბირთვულ დარტყმას?”
„მრავალტანჯული“ მარგარიტა სიმონიანი ორ არჩევანს ხედავს - ან უკრაინის სრულ განადგურებას მისი მოსახლეობის სრული გენოციდით ან მთელი კაცობრიობის ბირთვულ ომში ჩართვას.
მე უბრალოდ მინდა ვუთხრა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას - "დააშოშმინეთ ბოლოს და ბოლოს ეს სისხლისმსმელი სულელი!"
აქ ასევე შესაძლებელია არჩევანის შეთავაზება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისათვის - სწრაფად "მოაკეტინონ" "უძველეს პროვოკატორებს", რომლებიც კაცობრიობას ბირთვული კატასტროფისკენ უბიძგებენ.
მარგარიტა სიმონიანმა იგივე აზრები და ფაქტობრივი მოწოდება ბირთვული ომისკენ გაიმეორა კრემლის სხვა პროპაგანდისტთან, ვლადიმერ სოლოვიოვთან თოქ-შოუში:
შეგახსენებთ, რომ „მრავალტანჯული ხალხის“ და „გენოციდის მსხვერპლთა შთამომავლების“ ნაციონალისტები ბირთვული ომისკენ პირველად არ მოუწოდებენ. ჯერ კიდევ 2016 წლის 5 აპრილს, ჰრანტ ბაგრატიანმა, რომელიც სომხეთის პრემიერ მინისტრი იყო 1993 წლიდან 1996 წლამდე, პარლამენტის ტრიბუნიდან პირდაპირ შესთავაზა ბირთვული იარაღის შექმნა, რათა „დაიცვან სომხეთი და ყარაბაღი აზერბაიჯანისგან“.
"სომხეთმა უნდა შექმნას ბირთვული იარაღი. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი. რა მოხდება, თუ ისინი შეეძლებენ გარღვევას?" - ამბობდა მაშინ ბაგრატიანი.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსმა 1992-1995 წლებში, რომელიც 1993 წელს თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, გენერალ-ლეიტენანტმა ნორატ ტერ-გრიგორიანცმა ასევე გაახმოვანა სომხეთის სურვილი, მიეღო ბირთვული იარაღი, რომელსაც მან "შეკავებისა და შურისძიების იარაღი" უწოდა.
2012-2020 წლებში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არცრუნ ხოჰანისიანმა ასევე მიანიშნა, რომ 80-იანი წლების იარაღთან ერთად სომხეთს არსენალში აქვს ისეთი ახალი ტიპის იარაღი, „რაზეც ზოგიერთი ვერც კი იოცნებებდა“. ბევრმა ეს ისე აღიქვა, რომ სომხეთი რადიოაქტიური მასალებისგან „ბინძურ ბომბს“ ამუშავებდა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სომეხი ტერორისტები არაერთხელ დაემუქრნენ „ბინძური ბომბის“ შექმნით და გამოყენებით.
პირდაპირ აცხადებდნენ, რომ მისთვის საჭირო მასალას მეწამორის ატომური ელექტროსადგურიდან აიღებდნენ. იგივე ატომური ელექტროსადგურიდან, რომელიც დღეს უიმედოდ მოძველებულია და მსოფლიოში ყველაზე საშიში ადამიანის ხელით შექმნილი ობიექტია, ავარიის უკიდურესად მაღალი ალბათობით.
სომხეთი ათწლეულების მანძილზე არალეგალურად ახორციელებდა რადიოაქტიური მასალების ექსპორტს, მათ შორის საქართველოს გავლით. ქართველმა მესაზღვრეებმა და სამართალდამცავმა უწყებებმა არაერთხელ დააკავეს სომხეთის მოქალაქეები, როდესაც ისინი ცდილობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური მასალის შემოტანას ან გაყიდვას. ასევე არსებობს ეჭვი, რომ მეწამორის ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიური მასალების უკანონო ექსპორტს დიდი მნიშვნელობა აქვს ირანის ბირთვულ პროგრამაში, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას.
ისმის კითხვა - თუ სომეხი პოლიტიკოსები და სამხედროები ისევე მსჯელობენ, როგორც მათი თანამემამულე მარგარიტა სიმონიანი და თუ სომეხი ნაციონალისტები უშუალოდ ატომური ომის პროვოცირებას ცდილობენ, დასაშვებია თუ არა მათ კონტროლის ქვეშ ისეთი საშიში ობიექტის დატოვება, როგორიც მეწამორის ატომური ელექტროსადგურია? მათ ხომ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ იქ მოაწყონ ტერორისტული თავდასხმა, გადავიდნენ „ბინძური ბომბის“ შექმნაზე და გამოყენებაზე. სომეხ ტერორისტებს შეუძლიათ მიმართონ „ბირთვულ შანტაჟს“ მეწამორის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების მუქარით. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ვერ ახორციელებენ თავიანთ აბსურდულ ამბიციებს სხვა ტიპის იარაღებით. ამ სადგურზე ტერორისტული თავდასხმა ან უბედური შემთხვევა სამხრეთ კავკასიის უმეტეს ნაწილს, მათ შორის საქართველოსა და მიმდებარე ტერიტორიებს, ადამიანის სიცოცხლისთვის შეუფერებელ რადიოაქტიურ უდაბნოდ აქცევს.
Kavkazplus
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24