ანალიტიკა
07.05.22 9:50
სეპარატისტული მარიონეტული ე.წ. "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი ჩრდილოეთ ოსეთის პრიგოროდნის რაიონის მცხოვრებლებს შეხვდა. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ "ჩრდილოეთ ოსეთის პრიგოროდნის რაიონში" ისტორიულად "ბევრი ადამიანი ცხოვრობს სამხრეთ ოსეთიდან". მაგრამ როგორ მოხდა ეს „ისტორიულად“ და როგორ მოხვდნენ პრიგოროდნის რაიონში ოსები საქართველოს ცხივალის რაიონიდან - არ არის დაკონკრეტებული.
სამაგიეროდ ამის შესახებ მშვენივრად იციან ინგუშებმა, რომელთა ეთნიკური წმენდა 1992 წელს მოაწყო ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ, რუსეთის უფს-მ და რუსეთის არმიამ. ცნობილია, რომ მშვიდობიანი ინგუშების წინააღმდეგ განხორციელებულ სისასტიკეში ჩრდილოეთ ოსეთის ნაციონალისტების გარდა, ცხივალის რეგიონის სეპარატისტებიც მონაწილეობდნენ. ეთნიკური წმენდის დროს სეპარატისტებმა წაართვეს ინგუშების "ნაალაფევი" სახლები, შესახლდნენ და დღემდე იქ ცხოვრობენ. ამ დრომდე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ინგუშებს არ შეუძლიათ სამართლიანობის აღდგენა,სახლებში დაბრუნება და ყაჩაღთა მიერ წართმეული უძრავი ქონებისა და საკუთრების დაბრუნება.
სამაგიეროდ, ამჟამად როცა ყაჩაღები „დამკვიდრდნენ“ ნაალაფევ ინგუშურ სახლებში, მათი მშობლიური ოსური სოფლები საქართველოს ცხინვალის რეგიონში დაცარიელებულია. მიუხედავად იმისა, რომ რუსმა ოკუპანტებმა თითქოს „გაანთავისუფლეს“ ისინი და სეპარატისტებს ყალბი „დამოუკიდებლობა“ უბოძეს.
სურათი გარკვეულწილად მოგვაგონებს სეპარატისტულ აფხაზეთში არსებულ ვითარებას. დღეს აფხაზური სოფლები იცლება და კვდება, ხოლო სეპარატიზმით გაბრუებული და ძარცვაში გაწაფული აფხაზები სოხუმსა და გაგრაში უცხო, წართმეულ სახლებსა და ბინებში ცხოვრობენ, საიდანაც გააძევეს ქართველები. მაგრამ აფხაზეთში ისინი მაინც არ არიან მასპინძლები.
ანატოლი ბიბილოვი ჩავიდა მძარცველ-სეპარატისტებთან, რომლებიც ფორმალურად რჩებიან ყალბი სეპარატისტული ფორმირების "სამხრეთ ოსეთის" "მოქალაქეებად", თუმცა ისინი დიდი ხნის წინ წავიდნენ იქიდან და დაბრუნებას არც ფიქრობენ.
სეპარატისტების ლიდერმა მოუწოდა მათ, რომ მისთვის მიეცათ ხმა ე.წ. "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნებში". ეს ამ უკანონო „არჩევნების“ სიყალბის კიდევ ერთი დასტურია. რა „არჩევნებია“ ეს, რომელიც ტარდება ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე და რომელზედაც დამოუკიდებელი დამკვირვებლების წვდომა არ არის? ამავე დროს, ბიბილოვი აწარმოებდა კამპანიას „რეფერენდუმისთვის“ „სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებისა“ და ფაქტობრივად, ცხინვალის რეგიონის ანექსიის შესახებ.
„მსურს, რომ ჩვენმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს 8 მაისს. მე არასოდეს დამიყვია და არც დავყოფ ჩვენს ხალხს. ჩემთვის არ არსებობენ „ბიბილოველები“ და „გაგლოეველები“, მე არ ვყოფ მეგობრებად და მტრებად, ჩრდილოეთად და სამხრეთად - ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენ ვირჩევთ ჩვენს ხვალინდელ დღეს.
ჩემთვის არჩევნების შედეგი პირდაპირ კავშირშია იმასთან თუ როგორ განაგრძობს ჩვენი „რესპუბლიკა“ არსებობას მომავალში. არჩევანი ორ იდეოლოგიას შორის უნდა გავაკეთოთ - ლეგიტიმაცია და რუსეთთან გაერთიანება, თუ უკანონობა და რუსული კურსის დაკარგვა. მე უკვე ვთქვი ჩემი სათქმელი - რეფერენდუმის გადადება არ შეიძ₾ება. ნუ დაველოდებით შესაფერის დროს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ბიბილოვმა პრიგოროდნის რაიონში „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებთან“ შეხვედრის შემდეგ.
ჩნდება კითხვა, რას აკეთებს ეს „ერთიანი ერი“ უცხო ინგუშურ მიწაზე? და სხვის სახლებში? და რა ესაქმება მას ოდითგანვე ქართულ მიწაზე, რომელიც სხვის მიწებზე დახარბებულმა თავადვე მიატოვა?
"რეფერენდუმებში" მონაწილეობამდე დროა ოსები, რომლებიც ახლა სხვებისთვის წართმეულ სახლებში ცხოვრობენ პრიგოროდნის რაიონში, ჩამოყალიბდნენ. ან შეურიგდნენ ქართველ ხალხს, დაბრუნდნენ საქართველოში და იცხოვრონ იმ სოფლებში, სადაც მათი წინაპრები, ოსი ჩამოსახლებულები დასახლდნენ თავის დროზე, ან შეურიგდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, ინგუშებს.
დასაწყისისთვის, ინგუშებს დაუბრუნონ თავიანთი სახლები და მიწები და გადასახლდნენ ჩრდილოეთ ოსეთის სხვა რაიონებში, სადაც ოსები ცხოვრობენ ან რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში.
ნებისმიერ შემთხვევაში, ოსებმა სანამ მონაწილეობას მიიღებენ „რეფერენდუმებში“ და ქართული მიწის ოკუპანტების მიერ მოწყობილ სხვა სპექტაკლებში, პირველ რიგში საკუთარ მომავალზე უნდა იფიქრონ. უნდა განაგრძონ თუ არა მათ ოკუპანტების თამაშებისა და მათი მახინჯი არაიმპერიული პოლიტიკის სახარჯო მასალად მსახურება მეზობელ ხალხებთან მტრობის ხარჯზე. თუ ბოლოს და ბოლოს გაიხსენებენ, რომ კავკასიაში მეზობლებთან მშვიდად და მეგობრულად უნდა იცხოვრონ?
ასევე სასურველია ესმოდეთ, რომ კრემლის გიჟების „ერთგული სამსახური“ შესაძლოა საბოლოოდ ოსი ხალხისთვის სავალალოდ დასრულდეს. კრემლის რეჟიმი ახლა უკრაინის დაპყრობით ომში ოსებს "სასაკლაოზე უშვებს". ახლა უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობით 100 ათასი მამაკაცით, ჩრდილოეთ ოსეთი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაციაში ბურიატიასთან და დაღესტანთან ერთად.
Kavkazplus
წაკითხულია : 442
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მარგარიტა სიმონიანის მორიგი ტყუილი - ამჯერად "მონობის შესახებ მავრიტანიაში"
16:2021.05.22
-
16:1021.05.22
-
სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების საფუძვლების ჩამონათვალი გაფართოვდება
18:0020.05.22
-
მოძრაობა „აი ია“ ამერიკის ელჩ კელი დეგნანისგან მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე მკაფიო პასუხს ითხოვს
17:4020.05.22
-
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
17:2020.05.22
-
ვიქტორ დოლიძე: ნატოდან საქართველოს მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება
17:0020.05.22
-
ილია დარჩიაშვილი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
16:3020.05.22
-
16:0020.05.22
-
15:3020.05.22
-
15:0020.05.22
-
უკანონო ზეწოლა პოლიციელებზე, სამხედრო და სუს-ის მოსამსახურეებზე - DRI-ს საგანგაშო კვლევას აქვეყნებს
14:0020.05.22
-
13:0020.05.22
-
პამირი და ზანგეზური - ევრაზიის ორი საკვანძო წერტილი
12:0020.05.22
-
გვარამია არის დამნაშავე, რომელიც ამოფარებული იყო მედიას და პოლიტიკას - არჩილ თალაკვაძე
11:4520.05.22
-
11:3020.05.22
-
"ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა“ - კრამონი კობახიძეზე
11:1520.05.22
-
11:0020.05.22
-
10:4520.05.22
-
იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
10:3020.05.22
-
10:1520.05.22
-
თეა ახვლედიანმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა
10:0020.05.22
-
ქართული ოცნების ოფისთან ენმ-ის ახალგაზრდულის აქცია გაიმართა
18:0019.05.22
-
ლოგიკურია რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ლევან მამალაძე ბრუნდება, დაგვიანდა კიდეც - გიგა ბოკერია
17:4019.05.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9262 ლარი გახდა
17:2019.05.22
-
17:0019.05.22
-
16:4019.05.22
-
16:2019.05.22
-
16:0019.05.22
-
ლაშა ხუციშვილი ADB-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
15:4019.05.22
-
„IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანია მზად არის, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს
15:2019.05.22
-
თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებას: როგორ გაქვთ “სამთავრობო თმის ვარცხნილობები”, ყალყზეა?!
15:0019.05.22
-
მთავრობის მეთაური აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა
14:3019.05.22
-
14:0019.05.22
-
თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს შეხვდა
13:4019.05.22
-
13:2019.05.22
-
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13:0019.05.22