ანალიტიკა

თურქეთი გადაარჩენს უკრაინას, მაგრამ რატომღაც იღებს არა მადლიერებას არამედ საყვედურს?

07.05.22 10:00


რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ აშკარად „გაიჭედა“ არა მხოლოდ უკრაინული არმიისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის გამო, არამედ მსოფლიო საზოგადოების მტკიცე წინააღმდეგობის გამო. ამჟამად თურქეთის დახმარება გადამწყვეტ როლს ასრულებს უკრაინის რუსული აგრესიის წინააღმდეგ წინააღმდეგობის საკვანძო მომენტებში.

 

საუბარია არა მხოლოდ ბაირაქტარის დრონებზე, რომელთა გარეშეც უკრაინისთვის პრობლემატური იქნებოდა აგრესორის რაოდენობრივად გაცილებით დიდი სამხედრო ძალისთვის წინააღმდეგობის გაწევა. სწორედ თურქეთის ხელმძღვანელობამ უზრუნველყო უკრაინაში რუსი აგრესორების მეტნაკლები წინსვლის დროს  29 მარტს სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა  სტამბოლში, სადაც მხარეები თითქმის შეთანხმდნენ ზავის დადებაზე.

 

იმ დროს უკრაინა თანახმა იყო წასულიყო სისხლისღვრის შესაჩერებლად მეტად მნიშვნელოვან კომპრომისზე - ყირიმის დეოკუპაციის 15 წლით გადადებაზე. თავის მხრივ რუსულმა მხარემ "შემხვედრი ნაბიჯი“ გადადგა და კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით „აქტივობის შემცირება“,  რეალურად კი საოკუპაციო ჯარების გაყვანა გამოაცხადა უკრაინის დედაქალაქიდან.

 

მათ, ვინც კიევში იმყოფებოდა 2022 წლის მარტის ბოლოს აღნიშნეს სიტუაციის მკვეთრი ცვლილება უკრაინის ალყაში მოქცეულ დედაქალაქში, რომელიც დამპყრობლებმა ფაქტობრივად დაბლოკეს სამი მხრიდან. სწორედ 29 მარტს შეწყდა კიევის დაბომბვა და მომდევნო დღეებში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ნაჩქარევად დაიწყეს მისი გარეუბნების დატოვება.

 

სტამბოლში მოლაპარაკებებიდან სულ რაღაც 4 დღეში დამპყრობლებმა დატოვეს არა მხოლოდ კიევი, არამედ ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონები, მოხსნეს ალყა ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონალური ცენტრებიდან, სადაც იმ დროისთვის სიტუაცია ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იყო.  ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა თურქეთის შუამავლობისა და სამშვიდობო ინიციატივების წყალობით.

 

არავინ უწყის, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე იქნებოდა დაღუპული კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებში ბრძოლების გაგრძელების შემთხვევაში.

მითუმეტეს, თუ აგრესორები კიევში შეიჭრებოდნენ (და 29 მარტამდე ამგვარი საშიშროება ნამდვილად არსებობდა და ოკუპანტები სირიიდან დაქირავებული მებრძოლების გადმოყვანასაც კი აპირებდნენ, რომლებსაც ქალაქში ბრძოლების გამოცდილება ჰქონდათ). ცხადია, თურქეთს რომ არ დაეყოლიებინა რუსეთის ფედერაცია დათმობაზე წასულიყო 29 მარტს და არ გაეყვანა ჯარები უკრაინის დედაქალაქიდან, მაშინ ტრაგედიები, როგორიცაა ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, შეიძლებოდა განმეორებულიყო ჩრდილოეთ უკრაინის ათეულ ქალაქსა და სოფელში.

 

სამწუხაროდ, ამის შემდეგ სომხურმა ლობიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩაეკლა მშვიდობის იმედის ნორჩი ყლორტები, რომლებიც სტამბოლში შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. მოსკოვში "უძველესი ეროვნების" კრემლის პროპაგანდისტებმა დაიწყეს ყვირილი "კაპიტულაციის დაუშვებლობაზე" და "ბრძოლაზე გამარჯვებამდე". რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვ-კალანტარიანმა 29 მარტს სტამბოლში შეხვედრის თვითნებური ინტერპრეტაცია დაიწყო და კატეგორიულად განაცხადა, რომ უკრაინული მხარე თითქოს თანახმა იყო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ გავრცელებულიყო ყირიმზე (ე.ი. ყირიმი სამუდამოდ უნდა მოქცეულიყო რუსეთის ოკუპაციის ქვეშ). შედეგად,  ზავი ვერ იქნა დადებული და ინტენსიური საომარი მოქმედებები განახლდა.

 

მაგრამ ასეთ პირობებშიც კი თურქეთი და აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციისათვის ომი და აგრესია გართულდეს, ძვირად დაუჯდეს და ზავზე დათანხმდეს. ასე რომ, 2022 წლის 23 აპრილს ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა დახურა თავისი საჰაერო სივრცე რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის, როგორც სირიის მიმართულებით ასევე სირიიდან.

ამგვარად, სირიიდან რუსული სამხედრო ძალისა და იარაღის გატანა „უკრაინის ფრონტზე“ პრობლემური გახდა. ამის შემდეგ, აზერბაიჯანმა უკრაინას მხარდაჭერით ასევე ცალმხრივად დახურა საჰაერო სივრცე ყველა სახის სამხედრო ტვირთისთვის და თვითმფრინავისთვის, რომელიც ფრენას ახორციელებდა მისი ტერიტორიის გავლით რუსეთში და უკან.

 

ყოველივე ამან კიდევ უფრო გაურთულა რუს აგრესორებს სომხეთიდან, ირანიდან და სირიიდან სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გადატანა უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად. შედეგად, რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც ამ ქვეყნებიდან რუსეთში სამხედრო ტვირთს ატარებენ, იძულებულნი არიან ფრენები განახორციელონ ​​ირანისა და კასპიის ზღვის თავზე თურქმენეთისა და ყაზახეთის საჰაერო სივრცის გავლით.

 

და ასეთ პირობებში თურქულ საზოგადოებას არასწორად ესმოდა, რომ ERT-ის ბერძნულ გამოცემასთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უსაყვედურა არა მხოლოდ საბერძნეთს, არამედ თურქეთს რუსული ტურიზმით ფულის გამომუშავების გამო:

 

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს ფული სისხლით არის ნაშოვნი და ამ ფულს თქვენთან ხარჯავენ. იგივე ეხება თურქეთს. ერთის მხრივ, თურქეთი მოქმედებს როგორც შუამავალი და მხარს უჭერს უკრაინას მნიშვნელოვან ნაბიჯებში, მეორე მხრივ კი ვხედავთ, რომ მაგალითად რამდენიმე ტურისტული მარშრუტი ერთდროულად მზადდება. განსაკუთრებით რუსული ტურიზმისთვის. ჩვენ ამასაც  ვხედავთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

თუმცა, საბერძნეთის, რომელიც არაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად და უკრაინაში ომის დასასრულებლად და თურქეთის, რომელიც რეალურ ნაბიჯებს დგამს უკრაინის იარაღით დასახმარებლად, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის (ბოლო მაგალითია აზოვსტალი მარიუპოლში) და ომის შესაჩერებლად გათანაბრება სრულიად უსამართლო და არასწორია.

 

ზელენსკის განცხადებაზე თურქეთის ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით პასუხი არ გაუციათ, მაგრამ თურქეთის ნაციონალისტური პარტიის (MHP) ლიდერმა დოვლეთ ბაჰჩელმა უკრაინელ ლიდერს ამომწურავი პასუხი გასცა. ვინაიდან MHP არის მმართველი AKP-ის კოალიციური პარტნიორი, შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალურ კიევს დოვლეთ ბაჰჩელის მეშვეობით გაეგზავნა მესიჯი, სადაც მინიშნება იყო, ვინ ცდილობს განხეთქილების  ჩამოგდებას თურქეთ-უკრაინის ურთიერთობებში და ასევე მოუწოდებს არ ისარგებლონ ორმაგი სტანდარტებით ეკონომიკურ ურთიერთობებში.

 

„ზელენსკიმ პატივი უნდა სცეს თურქ ხალხს, თურქეთის მთავრობას და თურქეთის რესპუბლიკას. უკეთესი იქნებოდა თუ   ზელენსკი თურქ ხალხს მიენდობოდა და არა საბერძნეთს... თუკი ის ასეთი მტკიცე განწყობითაა, იქნებ შეაჩეროს რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით ევროპაში? ბოლოს და ბოლოს, ამ შემოსავლებით რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის...“ - განაცხადა ბაჰჩელმა, ბერძნულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ანკარაზე კრიტიკულ შეტევებზე კომენტირებისას.

 

ამას უნდა დაემატოს, რომ ანტითურქული განცხადებები განახლდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კიევში ვიზიტისა და ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. იგივე პელოსი, რომელიც პრობლემებს უქმნის თურქეთს და აზერბაიჯანს სომხური დიასპორის ფულით.

 

როდესაც ომის დაწყებამდე შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა გაიწვიეს თავიანთი საელჩოები კიევიდან და ზელენსკის ქვეყნიდან გაქცევა შესთავაზეს, თურქეთი მტკიცედ იდგა უკრაინის მხარეს სამხედრო-პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით. მაშინ შეერთებული შტატები და ევროპა დაელოდნენ თუ როგორ დასრულდებოდა რუსული შეტევა  და უკრაინის სწრაფ მარცხსაც ვარაუდობდნენ.

 

სულ ცოტა ხნის წინ, ერდოღანის პირადმა ხელისუფლებამ დაუშვა ალყაში მოქცეული აზოვსტალიდან ზოგიერთი ადამიანის გათავისუფლება და გაყვანა. ვერც ბაიდენმა, ვერც პელოსიმ და ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა ამ საკითხთან დაკავშირებით პუტინზე გავლენა  ვერ მოახდინეს.

 

ყველა ნიშნით, უკრაინაში ომის შეჩერების მცდელობისას, თურქეთის როლი ამაში საკვანძო რჩება.  ეს სწორედ იმ ძალებს არ მოსწონთ, რომელთაც ამ ომის პროვოცირება მოახდინეს. და მათ შორის, როგორც ჩანს, სომხური ლობიც თავის  როლს ასრულებს თანაც არა უკანასკნელს. შემთხვევითი არ არის, რომ ბირთვული ომის ღია მოწოდებები პირველად სწორედ კრემლის მთავარი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანისგან გაისმა.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები