პოლიტიკა
11.05.22 18:00
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ISIS წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან.
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, რა დროსაც მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრობას, უნგრეთის აქტიურ და ხმამაღალ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური გზისადმი, ასევე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მიმართ. მხარეებმა აღნიშნეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ბოლო წლების განმავლობაში, კერძოდ კი ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ, საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა და მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველოს ტრადიციულად მოწინავე პოზიციებს რეფორმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რაც წარმოადგენს კარგ წინაპირობას და მყარ საფუძველს ქვეყნის შემდგომი წარმატებისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის, მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თვითშეფასების კითხვარის ოპერატიულად მოკლე ვადებში შევსებას, მინისტრებმა იმედი გამოთქვეს რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება სათანადოდ დაფასებული პარტნიორების მხრიდან. ამ მხრივ ხაზი გაესვა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიმართ ერთიანი, სინქრონიზებული მიდგომისა და გადაწყვეტილების აუცილებლობას.
რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და უნგრეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯების შესახებ, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას და ამ მიმართულებით უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას.
მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს უნგრეთსა და საქართველოს შორის ისეთ სფეროებში თანამშრომლობას, როგორიც არის ვაჭრობა, განათლება და ხალხთაშორისი ურთიერთობები. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოსთვის უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროექტებისა და ქართველი სტუდენტებისთვის გაზრდილი საგანმანათლებლო კვოტებისთვის.
აღინიშნა ორი ქვეყნის დადებითი დინამიკა ვაჭრობის მიმართულებით. მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ პოზიტიური ტენდენციის შემდგომ შენარჩუნებას.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მარგარიტა სიმონიანის მორიგი ტყუილი - ამჯერად "მონობის შესახებ მავრიტანიაში"
16:2021.05.22
-
16:1021.05.22
-
სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების საფუძვლების ჩამონათვალი გაფართოვდება
18:0020.05.22
-
მოძრაობა „აი ია“ ამერიკის ელჩ კელი დეგნანისგან მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე მკაფიო პასუხს ითხოვს
17:4020.05.22
-
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
17:2020.05.22
-
ვიქტორ დოლიძე: ნატოდან საქართველოს მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება
17:0020.05.22
-
ილია დარჩიაშვილი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
16:3020.05.22
-
16:0020.05.22
-
15:3020.05.22
-
15:0020.05.22
-
უკანონო ზეწოლა პოლიციელებზე, სამხედრო და სუს-ის მოსამსახურეებზე - DRI-ს საგანგაშო კვლევას აქვეყნებს
14:0020.05.22
-
13:0020.05.22
-
პამირი და ზანგეზური - ევრაზიის ორი საკვანძო წერტილი
12:0020.05.22
-
გვარამია არის დამნაშავე, რომელიც ამოფარებული იყო მედიას და პოლიტიკას - არჩილ თალაკვაძე
11:4520.05.22
-
11:3020.05.22
-
"ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა“ - კრამონი კობახიძეზე
11:1520.05.22
-
11:0020.05.22
-
10:4520.05.22
-
იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
10:3020.05.22
-
10:1520.05.22
-
თეა ახვლედიანმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა
10:0020.05.22
-
ქართული ოცნების ოფისთან ენმ-ის ახალგაზრდულის აქცია გაიმართა
18:0019.05.22
-
ლოგიკურია რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ლევან მამალაძე ბრუნდება, დაგვიანდა კიდეც - გიგა ბოკერია
17:4019.05.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9262 ლარი გახდა
17:2019.05.22
-
17:0019.05.22
-
16:4019.05.22
-
16:2019.05.22
-
16:0019.05.22
-
ლაშა ხუციშვილი ADB-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
15:4019.05.22
-
„IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანია მზად არის, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს
15:2019.05.22
-
თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებას: როგორ გაქვთ “სამთავრობო თმის ვარცხნილობები”, ყალყზეა?!
15:0019.05.22
-
მთავრობის მეთაური აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა
14:3019.05.22
-
14:0019.05.22
-
თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს შეხვდა
13:4019.05.22
-
13:2019.05.22
-
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13:0019.05.22