პოლიტიკა

მთელი ღამე გვეთამაშნენ, ხან მიგვიყვანეს, ხან წამოგვიყვანეს - გიული ალასანია

12.05.22 13:00


საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა "ვივა მედში" გადაყვანით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ მის შვილს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდება.

 

"გუშინ ღამე, მოგეხსენებათ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს აღმოაჩნდა ასეთი იუმორის გრძნობა, მთელი ღამე გვეთამაშნენ, ხან მიგვიყვანეს, ხან წამოგვიყვანეს და ასე გავატარეთ ღამე. ერთი ადამიანი კიდევ, პარლამენტის ტრიბუნიდან "ტიპად" იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა. ასეთ მძიმე რეალობაში ვართ სამწუხაროდ.

 

ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეს ჩემი შვილი "ვივა მედში". კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით და იმედი მაქვს, რომ მოხდება მისი გამოკვლევა, ვნახოთ... დანარჩენი არაფერი ვიცი, როგორ იქნება ჩვენი შეშვება-არშეშვება. ალბათ მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას და ჩვენს გაგვაგებინებენ", - თქვა გიული ალასანიამ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები