პოლიტიკა
12.05.22 16:40
საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია, ის არის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, კლუბის წევრი, რაც გულისხმობს პარტნიორების შერჩეულ რაოდენობას, რომელთაც მეტი წვდომა აქვთ ნატო-სთან პრაქტიკულ თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.
ვინიკოვის თქმით, საქართველოსგან ნატო-სგან უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.
„საქართველოს ასევე აქვს უნიკალური პაკეტი სახელწოდებით „საქართველოს არსებითი პაკეტი“, რომელიც არც ერთ სხვა პარტნიორს არ აქვს ნატო-სთან, ის ყოველდღიურ დახმარებას უწევს ქვეყანას საქართველოში მყოფი მრჩევლების მეშვეობით, ასევე იმ მრჩევლების მეშვეობით, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ საქართველოს, რათა დაეხმარონ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფისისა და სხვა ინსტიტუტების რეფორმირებაში. გარდა ამისა, ადგილზე გვაქვს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარების თანამშრომლობას. ასე რომ საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი ნატო-სთან, რათა მიაღწიოს წინსვლას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ასევე იმ პროცესში, რომ გაძლიერდეს და უკეთ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა“, – განაცხადა ვინიკოვმა.
ამასთან, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.
ვინიკოვი აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება რეფორმების გაგრძელება მეტი პროგრესის მისაღწევად.
„ვფიქრობ, რუსეთის ამ კრიზისმა, რომელიც უკრაინაში რუსული შეჭრითაა გამოწვეული, ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ნატო არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებზე და ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ღია კარის პოლიტიკა. ეს არის ჩვენს დამფუძნებელ ხელშეკრულებაში ნათქვამი და 2008 წელს, ბუქარესტის სამიტმა მართლაც გადაწყვიტა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ამ მიზნისკენ პროგრესის მისაღწევად საქართველოს სჭირდება ევროატლანტიკური რეფორმების გაგრძელება და დაჩქარება. ალიანსი ელის საქართველოსგან, რომ დააჩქარებს ამ რეფორმების განხორციელებას, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა, სასამართლო, საარჩევნო და ზედამხედველობა, ზედამხედველობა უსაფრთხოების სექტორის. ეს არის, რაზეც საქართველომ მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით შეიძლება, გააერთიანოს ძალები და ერთად იმუშაონ, რადგან ეს გააძლიერებს მას, ასევე უფრო მომზადებულს გახდის ნატო-ში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა ვინიკოვმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24