პოლიტიკა

„კანონმდებლობა არ იძლევა მსჯავრდადებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას“ - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე

13.05.22 10:20


„საქართველოში, და ეს არის კანონმდებლობის მოთხოვნა, მსჯავრდადებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე“, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის შესახებ დასმულ შეკითხვას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

მინისტრის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს მსჯავრდადებული პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის პრეცედენტი.

 

„არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდადებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიმოქმედებთ ყოველთვის მკაცრად კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით და, ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად… ჩვენ ციხის კარს ვერავის გავუღებთ შესაბამისი საფუძვლის გარეშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები