პოლიტიკა

გია ვოლსკი: შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არის სახეზე და სააკაშვილი თავისი პოზიციით ამაში მონაწილეობს

13.05.22 11:00


შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არის სახეზე და სააკაშვილი თავისი პოზიციით ამაში მონაწილეობს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე საუბრისას განაცხადა.

 

„მისი ახლობლები, რასაკვირველია, უნდა მოითხოვდნენ ექიმებისა და პირადად სააკაშვილისგან, რომ მან ჯანმრთელობა არ დაიზიანოს ვიღაცის პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არის სახეზე და სააკაშვილის თავისი პოზიციით ამაში მონაწილეობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გუშინ, 12 მაისს გადაიყვანეს.

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები