მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი ნატოს წევრობაზე განაცხადის წარდგენის გეგმაზე: სიურპრიზი იყო, რომ ვლადიმერ პუტინმა ეს ამბავი ასე მშვიდად მიიღო

16.05.22 14:00


ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ, CNN-ის ეთერში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო დიალოგის შესახებ ისაუბრა.

 

ნიინისტოს თქმით, როდესაც პუტინს აცნობა, რომ ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაზე განაცხადის წარდგენას გეგმავს, მან ეს უჩვეულო სიმშვიდით მიიღო.

 

„ვიტყოდი, რომ საერთო ჯამში, დისკუსია ძალიან მშვიდი იყო. მას არ გაუმეორებია ის მუქარა, რომელსაც ადრე თავად და მისი ხალხი აჟღერებდნენ. სიურპრიზი იყო, რომ მან ასე მშვიდად მიიღო [ახალი ამბავი]“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

 

ფინეთი და რუსეთი 1 კილომეტრზე მეტი მანძილის სასაზღვრო ხაზს იზიარებენ.

 

ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრობაზე განაცხადის წარდგენას ახლო მომავალში გეგმავენ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები