პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია გერმანელ პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია, იმისთვის რომ ჰქონდეთ აღქმა თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

19.05.22 16:00


დღეს ნამდვილად არის ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პერსპექტივის საკითხზე, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამ საკითხთან დაკავშირებით ბერლინში არსებულ განწყობებზე საუბრობს.

 

„ამ თემაზე მსჯელობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს გერმანიის პოზიციას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. განწყობა არის ასეთი, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა. საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უნდა იყოს განხილული ამ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მიცემას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გერმანიის პოლიტიკურ წრეებსა და გერმანიის ხელისუფლებაში ჩამოყალიბდება, იყოს ისეთი, როგორიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველია. ჩვენი მიზანია ეს გადაწყვეტილება ივნისში საქართველოს სასარგებლოდ იყოს მიღებული.

გერმანიაში საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ბუნდესტაგში აქტიურად მუშაობენ და თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ ხელისუფლებასთან. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთან კომუნიკაცია და დისკუსია, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ აღქმა თუ როგორ ხედავს და რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, - ამბობს ბოჭორიშვილი.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები