პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ გერმანიის კანცლერის ოფისსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართეს

20.05.22 10:45


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის აპარატის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ევროპული პოლიტიკისა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელს, ედგარ ლენსკის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე სპეციალურ წარმომადგენელს, მათიას ლუტენბერგსა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლაურა არენსს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი, ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები.

 

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების დიდი ნაწილის წარმატებით იმპლემენტაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას.

 

ამავე ცნობით, ბოჭორიშვილმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიის ფონზე ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველო, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის ცხადი პერსპექტივისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების მნიშვნელობასა და ამით ამ ქვეყნებისადმი მკაფიო მხარდამჭერი პოლიტიკური გზავნილის გაკეთების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

მაკა ბოჭორიშვილმა მათ გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან დაახლოების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

გერმანელმა კოლეგებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებსა და შეფასების კითხვარის დროულად შევსებას, ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები