პოლიტიკა

"ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა“ - კრამონი კობახიძეზე

20.05.22 11:15


"ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა? ძალიან სამწუხაროა ამის ყურება", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

 

ის Twitter-ზე აზიარებს პოსტს, სადაც კობახიძე ამბობს, რომ ვიოლა ფონ კრამონი "კრიმინალების მფარველია".

 

Who can you take these guys seriously? It’s so sad to watch this. https://t.co/rfWoIgC9xT

— Viola von Cramon (@ViolavonCramon) May 20, 2022
კობახიძემ ასევე თქვა, რომ კრამონის გარდა ანა ფოტიგაც და სხვებიც "ანტიევროკავშირი არიან". მისივე თქმით, "საინტერესო აღარაა" რას იტყვიან კუბილიუსი, ფოტიგა, კრამონი და სხვა კრიტიკული განცხადებების ავტორი ევროპარლამენტარები.

 

ცნობისთვის, კობახიძემდე ვიოლა ფონ კრამონი კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა. ვიცე-პრემიერის აზრით, "მას საქართველო და ქართველი ხალხი საერთოდ არ აღელვებს და ერევა ქართულ პოლიტიკაში".

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები