პოლიტიკა

ლევან ქარუმიძე ოპოზიციაზე: აქტიურად ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს ევროინტეგრაციას, იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ამჟამინდელი ხელისუფლების აქტიური კრიტიკით არ გამოირჩევიან, ჭორებს უვრცელებენ

20.05.22 13:00


გარდა იმისა, რომ აქტიურად ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს ევროინტეგრაციას, იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ამჟამინდელი ხელისუფლების აქტიური კრიტიკით არ გამოირჩევიან, ჭორებს უვრცელებენ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

 

„გარდა იმისა, რომ აქტიურად ცდილობენ, შეუშალონ ხელი საქართველოს ევროინტეგრაციას, მეტსაც აკეთებენ. ის ევროპარლამენტარების, რომლებიც ამჟამინდელი ხელისუფლების აქტიური კრიტიკით არ გამოირჩევიან, მათ ჭორებს უვრცელებენ, რომ თითქოს, მოსყიდული ჰყავს საქართველოს ხელისუფლებას და ამის ნიადაგზე არიან ისინი დადებითად განწყობილები საქართველოს მიმართ.

ასეთი ტიპის პრობლემებსაც ვაწყდებით და წარმოიდგინეთ, ეს როგორი შეურაცხყოფაა იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, რაღაც კარგი გააკეთონ საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ქარუმიძემ.

 

ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებს შეგნებულად აზიანებს - მმართველი პარტია ოპონენტებს, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს.

 

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების ქმედების მიზანი არის ის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭოს.

უმრავლესობა გასულ წლებსაც იხსენებს და განმარტავს, რომ ოპოზიცია ანალოგიურად მოქმედებდა მაშინაც, როდესაც საქართველო უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ელოდებოდა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები