პოლიტიკა

საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია თანამშრომლობის გააქტიურებასა და საერთო ევროპული მიზნისკენ მჭიდრო კოორდინაციაზე შეთანხმდნენ

20.05.22 15:00


ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბუიარ ოსმანს შეხვდა.

 

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების, მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების დინამიკა, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ მხრივ მინისტრები მიესალმნენ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ჩრდილოეთ მაკედონიაში.

 

შეხვედრაზე მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. აღინიშნა ამ მიმართულებით გამოცდილების ორმხრივად გაზიარების მზაობა და შემდგომში მჭიდრო კოორდინაცია.

 

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.

 

რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ხაზი გაესვა ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან 2023 წელს დაგეგმილი ეუთო-ს თავმჯდომარეობის მნიშვნელობას, აღინიშნა, რომ თავმჯდომარეობის დღის წესრიგში პრიორიტეტული იქნება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი რუსეთის მხრიდან. ამ მხრივ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჩრდილოეთ მაკედონიის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ურთიერთობის ისეთ პერსპექტიულ სფეროებზე, როგორიც არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ხალხთაშორისი კონტაქტები და შეთანხმდნენ ორმხრივი ვიზიტების განხორციელებასა და დარგობრივი კონტაქტების გააქტიურების ხელშეწყობაზე.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები