ანალიტიკა

სომხეთის ბიოლაბორატორიები, როგორც მიზეზი რუსეთისა და რევანშისტებისთვის ახალი „სპეც-ოპერაციის“ ჩასატარებლად

21.05.22 16:10


თითქმის შეუძლებელია გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეტენზია ჰქონია სომხეთის მიმართ. ცხადია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, რომელსაც ხელმძღვანელობს სერგეი ლავროვ-კალანტარიანი, სომხეთი არის „ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე“, რომლის მიმართაც ოფიციალურ მოსკოვს არანაირი პრეტენზია არ აქვს. მაშინაც კი, როცა სომხეთი გულწრფელად განადიდებს ნაცისტებს, სადაც ეს შესაძლებელია, ჰიტლერის თანამზრახველ ნჟდეჰს ძეგლს უდგამს, რუსეთი, რომელმაც უკრაინაში შეჭრა მოაწყო "დენაზიფიკაციის" საბაბით დუმს.

 

თუმცა, სრულიად მოულოდნელად რუსეთის საელჩომ შეშფოთება გამოხატა სომხეთში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების მუშაობის გამო.

 

„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ნაყოფიერ ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობას სომხეთთან ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. მის გააქტიურებას ხელი შეუწყო 2021 წლის მაისში ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორმხრივ სამთავრობათაშორისო ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერამ.

 

არაერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის სფეროში, რის შედეგადაც ხდება სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ეფექტური მონიტორინგი, ინფორმაციის გაცვლა, მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა, ტექნიკური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა სომხეთის ლაბორატორიული ქსელის გაუმჯობესებაში და მაპროფილებელი კუთხით  სპეციალისტების მომზადება.

 

ამავდროულად, ბიოუსაფრთხოების შესახებ აღნიშნული მემორანდუმის განხორციელების კონტექსტში, კვლავ გვაქვს კითხვები შეერთებულ შტატებთან და ბიოლოგიურ სფეროში მის მოკავშირეებთან სომხეთის ურთიერთქმედების შესახებ შემოსულ ინფორმაციასთან დაკავშირებით,  სამხედრო უწყებების საქმიანობის ჩათვლით. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი მის მიერ საქართველოში დაფინანსებულ რ.ლუგარის სახელობის ცენტრს მიმართულებას აძლევს მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის სფეროში სომხეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებაზე. ასევე საგულდაგულო ​​განხილვას საჭიროებს კერძო დასავლური კომპანიების საქმიანობა, რომლებიც ახორციელებენ ბიოლოგიურ კვლევებს ამიერკავკასიის რეგიონში, პენტაგონის ინტერესებიდან გამომდინარე და სომხეთში უკრაინის ბიოპროექტებში მონაწილე სტრუქტურების არსებობა.

 

აშშ და მისი მოკავშირეები არ განმარტავენ თუ რა საქმიანობას ახორციელებენ სომხეთში რუსეთის საზღვრებთან ახლოს. ეს ფაქტორი რა თქმა უნდა ჩვენს მიერ  განიხილება რუსეთის ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში“, - ნათქვამია სომხეთში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

 

აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სომხეთში ბიოლოგიური ლაბორატორიებთან ერთად, სადაც სავსებით შესაძლებელია ბიოლოგიური იარაღის რეალური განვითარება, ნახსენებია საქართველოში არსებული რ.ლუგარის სახელობის  აბსოლუტურად მშვიდობიანი სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც რუსული პროპაგანდა დიდი ხანია „რუსეთის საფრთხედ“ მიიჩნევდა.

 

ერევანში რუსეთის საელჩოს ეს განცხადება მით უფრო შემაშფოთებლად ჟღერს თუ გავითვალისწინებთ, რომ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდა, იგივე ლავროვ-კალანტარიანი, ხსნის უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების ფუნქციონირებით, სადაც თითქოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ბიოლოგიური იარაღი იქმნებოდა. რუსეთის „შეშფოთება“  სომხეთსა და საქართველოში მოქმედ ბიოლოგიურ ლაბორატორიებთან დაკავშირებით შეიძლება შეფასდეს, როგორც მიზეზი  კიდევ ერთი „სამხედრო სპეცოპერაციისათვის“, უფრო სწორად რუსეთის შემოჭრისთვის სამხრეთ კავკასიაში.

 

 „ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებთან ბრძოლის“ საბაბით, თეორიულად შესაძლებელია „ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერა“ : „სამხედრო დერეფნის“ გარღვევა საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში და ერევანში ხელისუფლებაში "რუსული ხიშტების" დახმარებით რევანშისტების მოყვანა ყარაბაღის კლანიდან, რათა შემდეგ განაახლონ აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი სრულ ავანტიურას ჰგავს.მაგრამ ექვსი თვის წინ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არანაკლებ ავანტიურას ჰგავდა. მიუხედავად ამისა, კრემლი წავიდა ამ ავანტიურაზე. და ამ ავანტიურას ხელი შეუწყო იმავე სომხურმა ლობმა რუსეთის ფედერაციაში (კალანტარიანი, სიმონიანი, კეოსოიან-ბაღდასაროვი და ა.შ.), რომელსაც დღეს ერთი სული აქვს ერევანში ხელისუფლებაში რევანშისტები იხილონ და ყარაბაღში ომი განახლდეს.

 

ერევნის პროდასავლური ხელისუფლება მაშინვე მიხვდა მუქარას და მყისიერად უპასუხა რუსეთის საელჩოს განცხადებას "დამამშვიდებელი ტონით". სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ „სომხეთის ყველა ლაბორატორიაში დასაქმებულია მხოლოდ სომეხი მოქალაქეები, ისინი მუშაობენ სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად და მიზნად ისახავენ მხოლოდ სომხეთის ინტერესების მსახურებას“. მან ასევე აღნიშნა, რომ ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხები ყოველთვის იყო სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოების ურთიერთობის დღის წესრიგში.

 

„სომხეთი ამომწურავად პასუხობს რუსეთის ყველა კითხვას ბიოლაბორატორიების შესახებ“, - განაცხადა არმენ გრიგორიანმა ბრიფინგზე და ასევე აღნიშნა, რომ მხარეები მუშაობენ ბიოლოგიური უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის განხორციელებაზე, რომელსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს 2021 წელს.

 

სინამდვილეში თუ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა საღად მოაზროვნეა, მაშინ მან უნდა გაიგოს, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის დადების გაჭიანურება რევანშისტებს და მათ მფარველებს მოსკოვში სამხედრო ავანტიურების საბაბს აძლევს. რაშიც უცნობია დაზარალდება თუ არა აზერბაიჯანი, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ასეთი ავანტიურის დროს ფაშინიანის მთავრობა უბრალოდ ძალის გამოყენებით დაემხობა.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები