ანალიტიკა

მარგარიტა სიმონიანის მორიგი ტყუილი - ამჯერად "მონობის შესახებ მავრიტანიაში"

21.05.22 16:20


კრემლის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე, „ურა-პატრიოტიზმის“ დონის ამაღლების მცდელობისას, კრემლის მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი კვლავ გამოირჩეოდა სკანდალური განცხადებებით, შეერთებული შტატების გარდა შეურაცხყოფა მიაყენა მავრიტანიასაც:

 

„ჩვენ მთელი სერიოზულობით გვინდოდა მათთან (შეერთებულ შტატებთან) მეგობრობა. და როგორც მინიმუმ ჩვენ გვსურდა შეგვექმნა რაიმე საერთო სახის უსაფრთხოება. ხომ მაინც აუცილებელია ზოგიერთებთან ბრძოლა.მათთან, ვინც ცალსახად, რა თქმა უნდა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ყველა ადამიანს: ტერორისტებთან, ნარკოდილერებთან, მათთან, ვინც ხალხის გატაცებითა და გაყიდვით არის დაკავებული. ეს ჯერ კიდევ ყვავის მთელ მსოფლიოში, ეს არავის აინტერესებს. აფრიკული ქვეყანა მავრიტანია, სადაც ნამდვილი მონობა ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული, შეერთებულ შტატებს საერთოდ არ აღელვებს. მათ მხოლოდ ჩვენ ვაღელვებთ." – აღშფოთებას გამოთქვამს მარგარიტა სიმონიანი ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში (https://t.me/margaritasimonyan/11402 ).

 

თეზისი "მავრიტანელთა მონობის" და "არაბი მონათმფლობელობის" შესახებ ფრანგი კოლონიალისტების დიდი ხნის წინანდელი პროპაგანდისტული ხრიკია, რომლებიც ამგვარად ატარებდნენ პოლიტიკას "დაყავი და იბატონე" თავიანთ კოლონიებში აფრიკაში, განაწყობდნენ შავკანიან ამერიკელებს არაბების წინააღმდეგ.

 

ამ თეზისმა განსაკუთრებით სამარცხვინო როლი ითამაშა ფრანგების მცდელობისას - ჩაეხშოთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ალჟირში. ისინი ცდილობდნენ ფრანგული არმიის შავკანიანი ჯარისკაცების მხრიდან მტრული განწობის გაღვივებას არაბი მოსახლეობის წინააღმდეგ და შთააგონებდნენ, რომ ისინი იყვნენ მათი „მჩაგვრელები და მონათმფლობელები“ ​​აფრიკელებთან მიმართებაში.

 

ამავე დროს, ისლამოფობიური იყო თეზისი „აფრიკელთა მონობა არაბებში“. ბოლოს და ბოლოს, სწორედ არაბების მეშვეობით შეუერთდნენ შავკანიანი აფრიკელები ისტორიულად მუსულმანურ კულტურას და ცივილიზაციას.

 კოლონიალისტებისთვის მნიშვნელოვანი იყო ისლამური ტრადიციების მატარებლების შეურაცხყოფა და მათში „ფრანგული კულტურის“ დაწესება.

 

მათ, ვინც კოლონიური ფრანგული პროპაგანდის შემდეგ იმეორებს თეზისს „შავკანიანთა მონობის შესახებ მავრ არაბებში მავრიტანიაში“, ფაქტობრივად არაფერი ესმით მომთაბარეების (არაბების, ბერბერების და ტუარეგების) ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურთიერთობაზე აბორიგენ აფრიკულ მოსახლეობასთან. ეს ურთიერთობები სულაც არ აკნინებდა ადამიანურ ღირსებას, არამედ იყო მხოლოდ მებრძოლი არაბი მომთაბარეების „ტრადიციული მფარველობის“ გარკვეული ფორმა მშვიდობიან აფრიკელებზე, თანაც ურთიერთსასარგებლო.

 

არაბები შავკანიან აფრიკელებს მესაქონლეობისთვის საჭირო  პროდუქტებს აწვდიდნენ, ხოლო სანაცვლოდ აფრიკელები  არაბებს ამარაგებდნენ სასოფლო-სამეურნეო და სახელოსნო პროდუქტებით. მაგრამ, ამავე დროს აფრიკელებს ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ თავიანთი არაბი მფარველებისთვის მიემართათ დასაცავად. არავის შეულახავს ასეთი „მონების“ პირადი თავისუფლება, არავინ აბამდა მათ ჯაჭვებით, მეტიც, შიმშილობის წლებში ეგრეთ წოდებული „მონების პატრონები“ ცდილობდნენ კიდეც გამოეკვებათ თავიანთი „მონები“ და მათი ოჯახები რთულ დროს გადასარჩენად.

 

მავრიტანია იყო მსოფლიოში უკანასკნელი ქვეყანა, სადაც გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისამდე არსებობდა ასეთი სრულიად არა დამამძიმებელი, არამედ ორმხრივად მომგებიანი დამოკიდებულება მკვიდრი აფრიკელების ნაწილისა არაბ მესაქონლეებზე. ფრანგმა კოლონიალისტებმა ამ დამოკიდებულებას „მონური“ უწოდეს მავრიტანიაში მათი კოლონიური მმართველობის დროს. ისინი ცდილობდნენ არაბებსა და აფრიკელებს შორის ტრადიციულ ურთიერთობებზე გაევრცელებინათ მონებით ვაჭრობისა და შავკანიანების მონობის ფრანგული პრაქტიკა, რომელიც მათ მიერ მე-18 საუკუნეში დაინერგა კარიბის ზღვის აუზში.

აფრიკული მოსახლეობის ფენას, რომელსაც „ჰარატინებს“ უწოდებდნენ,  ადამიანური უფლებები სწორედ კოლონიალისტებმა შეუზღუდეს. ამის გამო მავრიტანიასთან დაკავშირებით მსოფლიოში დამკვიდრდა „მონათმფლობელური“ სტერეოტიპი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც.

 

მაგრამ დამოუკიდებლობისა და მფარველობის ყველა ფორმა, რომელიც შეიძლება ნაძალადევადაც კი იქნას განმარტებული, როგორც "მონობა" მავრიტანიაში, გაუქმდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჯერ კიდევ 1981 წელს, როდესაც პატარა მარგო სიმონიანს ჯერ "ენაც კი არ ამოედგა". ამის შემდეგ, მავრიტანიაში თუნდაც ძლიერი სურვილით, რთულია წააწყდე მონობას. მაგრამ, მიუხედავად ამისა ეს ნეოკოლონიალური და შეურაცხმყოფელი თეზისი ისეთი სრულიად დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, როგორიც მავრიტანია, რაც აქ თესავს ეთნიკურ უთანხმოებას იწვევს, კვლავ გაიმეორა კრემლის მთავარმა პროპაგანდისტმა.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები