ანალიტიკა
25.05.22 12:00
24 მაისს ოკუპირებულ ცხინვალში ახალი სეპარატისტული მარიონეტის, ე.წ. "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის" ალან გაგლოევის ინაუგურაცია იმართება. საქართველოს ცხინვალის რეგიონის ოკუპანტი რუსეთის წარმომადგენლებთან და სეპარატისტულ დონეცკსა და ლუგანსკის, დნესტრისპირეთის, აფხაზეთის სოხუმის რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, ინაუგურაციას დაესწრება ე.წ. „არცახის“ დელეგაცია სეპარატისტული „არცახის საგარეო საქმეთა მინისტრის“ დავით ბაბაიანის ხელმძღვანელობით.
44-დღიანი ომის დროს აზერბაიჯანის არმიის მიერ ლიკვიდირებული სეპარატისტული წარმონაქმნის „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ ანუ „არცახის“ სეპარატისტებს დღეს დროებით აქვთ შესაძლებლობა, იყვნენ აზერბაიჯანის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში. ეს სამშვიდობოები, უგულებელყოფენ რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, ჯერჯერობით არ ახორციელებენ მოქმედებებს სეპარატისტული დაჯგუფებების განიარაღებისთვის, ასევე სახელმწიფო კრიმინალების, "არცახის" სეპარატისტების ლიდერების გასანეიტრალებლად და აზერბაიჯანის მართლმსაჯულებისათვის გადასაცემად. თუმცა „არცახელ“ სეპარატისტებს „გარე სამყაროში“ მოხვედრა მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით შეუძლიათ.
ე. წ. „არცახის“ „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დავით ბაბაიანი ოკუპირებულ ცხინვალში 2022 წლის 23 მაისს ჩავიდა, როგორც ჩანს ერევნის აეროპორტისა და საქართველოს ამ რეგიონის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით. სეპარატისტთა მოგზაურობა ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ცოდნისა და თანხმობის გარეშე ვერ მოხდებოდა.
ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა, რომელმაც სიტყვიერად საქართველოსთან „მეგობრობას“ ამტკიცებს, ფაქტობრივად აგრძელებს სეპარატიზმისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მხარდაჭერას. ე.წ „არცახელი“ სეპარატისტები მთლიანად სომხეთის ხელისუფლებაზე არიან დამოკიდებულნი, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, ერევანს შეეძლო აღეკვეთა უკანონო სეპარატისტული „არცახის“ ლიდერების ასეთი დემონსტრაციული და აშკარად მტრული დემარში საქართველოს მიმართ. მაგრამ, მიუხედავად ამისა დავით ბაბაიანის მოგზაურობა შედგა და ის როგორც ჩანს, ოკუპირებულ ცხინვალში ოკუპანტებსა და სეპარატისტებს შორის ყველაზე "სასურველი სტუმარი" იყო.
დავით ბაბაიანმა ცხინვალში შეხვედრა გამართა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ხელმძღვანელთან, დიმიტრი მედოევთან და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტებს „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ისტორია“ ლექცია წაუკითხა. სომხეთის ხელისუფლების კარნახით, მათი ფაქტობრივი წარმომადგენელი ოკუპირებულ ცხინვალში სეპარატიზმის პროპაგანდას ეწეოდა საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ოს ეროვნების ქართველ მოქალაქეებს შორის. დავით ბაბაიანის მისალმებისას, ცხინვალის სეპარატისტული „უნივერსიტეტის“ პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ინალ სანაკოევმა აღნიშნა: „ჩვენ ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რაც ხდება მთიან ყარაბაღში. ჩვენ ყოველთვის სოლიდარულები ვართ თქვენს ბრძოლაში, რაც ჩვენთან ხდებოდა სრულიად მსგავსი პროცესებია. ის განცდები და ემოციები, რომლებსაც განიცდიან „არწახელები“ სამხრეთ ოსეთის ხალხის განცდებს ჰგავს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უნდა გავამყაროთ ურთიერთობები“, - განაცხადა სანაკოევმა.
დავით ბაბაიანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები "არცახის სახელმწიფო უნივერსიტეტსა" და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დიდი ხანია გაფორმებულია.
„ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ. "სამხრეთ ოსეთში" ყოფნისას ვესტუმრე თქვენს უნივერსიტეტს, რამაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ახალი შენობა, მუზეუმი - უბრალოდ შესანიშნავია.
ახლა ჩვენი უნივერსიტეტის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ვფიქრობ თქვენგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და იქნება საჭირო“, - განაცხადა დავით ბაბაიანმა და ღონისძიების მონაწილეებს უამბო "არცახის" ისტორიის, ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ და აღნიშნა, რომ „ ოსი ხალხისა და "არცახის" ისტორიას ბევრი რამ აქვს საერთო“.
ე.წ. „არცახის“ შეუმდგარ სეპარატისტებს აზერბაიჯანის მიწაზე რუსი სამშვიდობოების მფარველობის ქვეშ ყოფნა დიდხანს არ დარჩენიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსი სამშვიდობოების ყოფნის ვადის ამოწურვიდან სამ წელიწადში, სეპარატისტული „არცახი“ საბოლოოდ დავიწყებას უნდა მიეცეს. თუმცა ის ფაქტი, რომ „არცახელ“ სეპარატისტებს ოკუპირებული ქართული ტერიტორიების მიმართ ინტერესი აქვთ, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონისადმი და ასევე აფხაზეთისადმი, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. უფრო მეტიც, უკვე მიმდინარეობს აფხაზეთის აქტიური დასახლება „არცახელი“ სომხების მიერ.
შედეგად, აფხაზეთის სომხური სათვისტომო, რომელიც თავდაპირველად მონაწილეობდა ომში და ქართველი მოსახლეობის გენოციდში სეპარატისტების მხარეზე, ხდება აბსოლუტურად დომინანტი ამ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე და ყველაფერს აკეთებს აფხაზეთის დეოკუპაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თავიდან ასაცილებლად.
Kavkazplus
წაკითხულია : 559
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტს შეხვდა
18:0007.06.23
-
17:3007.06.23
-
17:0007.06.23
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
16:3007.06.23
-
16:0007.06.23
-
თბილისის მერი თურქეთის ელჩს შეხვდა
15:3007.06.23
-
15:0007.06.23
-
საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახმაჯასთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს
14:3007.06.23
-
14:0007.06.23
-
13:2007.06.23
-
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 8 ივნისს იწყება
13:0007.06.23
-
12:4007.06.23
-
ოპოზიციური გაერთიანება “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე — ჯაფარიძის პოზიცია
12:2007.06.23
-
12:0007.06.23
-
11:4007.06.23
-
11:2007.06.23
-
11:0007.06.23
-
დღეს შალვა პაპუაშვილი საფრანგეთს ეწვევა
10:4007.06.23
-
„ოცნების“ ახალი საგანგებო განცხადება სალომე ზურაბიშვილზე
10:2007.06.23
-
ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს
10:0007.06.23
-
18:0006.06.23
-
გიორგი ამილახვარმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
17:4006.06.23
-
17:2006.06.23
-
ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს რობინ ვაგენერს შეხვდა
17:0006.06.23
-
16:4006.06.23
-
16:2006.06.23
-
„ეს იყო ტრადიციული, ქართული „ღადავი“ - რომან გოცირიძე ხაბეიშვილის შეთავაზებაზე
16:0006.06.23
-
სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა
15:3006.06.23
-
15:0006.06.23
-
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამვილად არ არის არჩევნებში მოგების გასაღები - ხატია დეკანოიძე
14:4006.06.23
-
14:2006.06.23
-
14:0006.06.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, სამაგალითოდ დაისჯება
13:4006.06.23
-
13:2006.06.23
-
თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
13:0006.06.23
-
12:4006.06.23