პოლიტიკა

რომან გოცირიძე - „დავგუგლე“: ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინი 2014 წელს ახსენა

27.05.22 14:20


როდის ახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინი? „დავგუგლე“ - 2014 წელს. რატომ არ ახსენებთ პუტინს, რუსეთი, რომ ძლივს ამოგაღერღინეთ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ხელისუფლებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით არის მუხრუჭი ევროპული განვითარების გზაზე.

 

„ქართველი ხალხი არ იმსახურებს სიღატაკეს, არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილს, არ იმსახურებს არაფორმალურ მმართველობას, არ იმსახურებს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, არ იმსახურებს კორუმპირებულ მოსამართლეებს, არ იმსახურებს პოლიტიკურ პატიმრებს, არ იმსახურებს მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და სხვათა უსამართლოდ დაპატიმრებას და ბევრ რამეს არ იმსახურებს, მაგრამ ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. მან ეს მოიპოვა, თუნდაც სისხლითაც, მათ შორის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით. საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით არის მუხრუჭი ევროპული განვითარების გზაზე. რატომ არ ითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების მოწოდებებს, რომლებიც მოღალატეებად გამოაცხადეთ. უკვე სახელმწიფოს მეთაურები გვეუბნებიან - გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი უნდა დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი უნდა შეუშალოს რუსეთის მიერ მისი გვერდის ავლის მცდელობასო, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს სამხედრო დანაშაულებზე - რისი პასუხისმგებლობის დამკისრებლები ხართ, უკრაინის პრეზიდენტს უარი უთხარით პარლამენტში გამოსვლაზე.

 

როდის ახსენა ირაკლი ღარიბაშვილი პუტინი? „დავგუგლე“ - 2014 წელს. რატომ არ ახსენებთ პუტინს, რუსეთი, რომ ძლივს ამოგაღერღინეთ. ამიტომ როდესაც ამა თუ იმ ეპოქას აფასებენ, ყოველთვის რაღაც ხატოვანი სიტყვები რჩება მის დასახასიათებლად. საქართველოს დღევანდელი ეპოქის შესაფასებლად ერთი ისტორიული ფრაზა არის საკმარისი, აი რა თქვა ზელენსკიმ - „ქართველი ხალხი სჯობია მის მთავრობას“ - ეს არის ვერდიქტი“, - განაცხადა გოცირიძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები