პოლიტიკა
27.05.22 16:20
დღევანდელი თქვენი გამოსვლიდან საქართველომ გაიგო, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიერთებული ყოფილა, ანუ რასაც კატეგორიულად უარყოფდით თქვენც და თქვენი მთავრობაც, არ იყო მართალი, - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც ინტერპელაციის წესით პარლამენტში უსმენენ.
უსუფაშვილმა ასევე ჰკითხა ღარიბაშვილს, თუ რომელ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციები.
„თქვენ გაგიტარებიათ ბევრი ღონისძიება, განცხადებები და ა.შ., რაც კარგია, მაგრამ კითხვაში საუბარი იყო იმ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებზე, რომლებიც მებაჟეებს, მესაზღვრეებს, პოლიციელებს და სხვას შეაძლებინებს იმას, რომ ის სანქციები, რომლებზეც საქართველო მიერთებულია, გაუმკლავდეს და ზუსტად შეასრულოს - ანუ რა ხდებოდა 23 თებერვალს, რა იყო დაშვებული და დღეს უკვე დაუშვებელია სანქციების გამო. ამაზე, ალბათ, წერილობითი დოკუმენტი შეიქმნება, რომელიც ჩვენ, სხვათა შორის, არ მიგვიღია.
ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დაემთხვა იმ მომენტს, როდესაც საქართველოს წინ არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა - ევროპერსპექტივის საკითხის გადაწყვეტა ევროპაში. ცხადია, უკრაინასთან ურთიერთობა და საგარეო ურთიერთობები უკავშირდება ამ საკითხს. მიუხედავად იმისა, ჩვენ რას ფიქრობთ თქვენს ნათქვამზე ან თქვენ რას ფიქრობთ იმაზე ჩვენ რას ვლაპარაკობთ, მინდა გთხოვოთ, გვითხრათ კონკრეტულად რა გადამწყვეტ ნაბიჯებს გეგმავს მთავრობა ამ დროში იმისთვის, რომ საქართველომ, ერთიანმა ქვეყანამ და სახელმწიფომ რა გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ევროპული პარტნიორები, რომ საქართველო იმსახურებს ევროპული პერსპექტივის მიღებას, რაც გვინდა, რომ მივიღოთ და რა არის ის გეგმა, რომლითაც საქართველო, რომლის მეთაური და პრემიერი თქვენ ხართ, აპირებს რომ განახორციელოს უახლოეს დღეებში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24