პოლიტიკა
27.05.22 16:40
ჩვენზე უფრო დიდმა ქვეყნებმა დატოვა უკრაინაში საელჩო, გადაიყვანა დიპლომატები ლვოვში, ან საზღვარგარეთ. ჩვენმა საელჩომ კიევში, ჩვენმა საკონსულომ ოდესაში გააგრძელეს მუშაობა. მგონია, რომ ეს არის ის ფაქტი, რაც არასაკმარისადაა ხაზგასმული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების ღირსების მედლით დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დიპლომატიური კორპუსი ხვალ ბრუნდება უკრაინაში.
„ძალიან სწორია, რომ დღეს, დიასპორის დღეს იმართება დაჯილდოების ცერემონია. თქვენ წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის სახეს უკრაინაში. ძალიან მძიმე დროს, რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის დროს, შეინარჩუნეთ არა მხოლოდ წარმომადგენლობა, არამედ საქართველოს სახე. ჩვენზე უფრო დიდმა ქვეყნებმა დატოვა უკრაინაში საელჩო, გადაიყვანა დიპლომატები ლვოვში, ან საზღვარგარეთ. ჩვენმა საელჩომ კიევში, ჩვენმა საკონსულომ ოდესაში გააგრძელეს მუშაობა. მგონია, რომ ეს არის ის ფაქტი, რომელიც არასაკმარისადაა ხაზგასმული, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენსა და უკრაინას შორის არსებულ ძალიან დიდი ხნის მეგობრობაზე და სოლიდარობაზე.
თქვენ არ ტოვებენ თქვენს ადგილს, რაც არ უნდა მძიმე პერიოდი იყოს. როცა კიევში იყო საფრთხე რუსეთის ძალების შეჭრის, მაშინაც თქვენ ეხმარებოდით ადამიანებს თავშესაფრების მოწმობაში.
ეს არის ყველაზე დიდი ნიშანი ორი ქვეყნის შორის მეგობრობის და სოლიდარობის. თქვენ ხართ ქართული დიპლომატიის ის წარმომადგენლები, რომლებითაც ჩვენ ყველანი ვამაყობთ. ეს არის ძალიან დიდი ტრადიცია, რომელსაც თქვენ ღირსეულად აგრძელებთ. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, თუ როგორ მოიქცა საქართველოს საელჩო უკრაინაში და ყველა საკონსულო ამ მძიმე პერიოდში. გისურვებთ გამძლეობას. ხვალ უკვე ბრუნდებით უკრაინაში და თქვენს გუნდთან ერთად გააგრძელებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ჰქვია საქართველოს წარმოდგენა უკრაინაში და მეგობრობის დადასტურება”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა. ღირსების მედლები გადაეცათ, უკრაინაში საქართველოს საელჩოს, ქალაქ ოდესაში საქართველოს გენერალური საკონსულოს და ქალაქ ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულოს თანამშრომლებს.
კერძოდ, დაჯილდოვდნენ:
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, გიორგი ზაქარეიშვილი,
ქალაქ ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული, თორნიკე ბერეკაშვილი,
უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსის მრჩეველი, კუკური თოფურია,
უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის კონსული, ნანა ჩაბრავა.
საქართველოს საპატიო კონსული ქალაქ ლვოვში, იაროსლავ მუზიჩიკო.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24