მსოფლიო

სამშვიდობო შეთანხმება ბაქოს პირობებით? – ხედვა სომხეთიდან

30.05.22 17:20


ჰრანტ მიკაელიანი, მკვლევარი, ერევანი


მთიან-ყარაბაღში ომის ცხელი ფაზის დამთავრების შემდეგ, მხარეებს შორის სიტუაცია ისევ არასტაბილური რჩება. რეგულარულ ხასიათს ატარებს ახალი შეტაკებები და აზერბაიჯანის შეიარაღებული წინსვლა საბჭოთა კავშირის საზღვრებში არსებულ სომხეთის ტერიტორიაზე. ამავე დროს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებათა პროცესი საკმაოდ ინტენსიურია. 22 მაისს ბრიუსელში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა გაიმართა, სადაც სამშვიდობო შეთანხმების საკითხები განიხილეს. რა შანსები აქვს კონფლიქტის დარეგულირებას?

 

ტენდენციები უკრაინის ომის ფონზე

 

უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ყარაბაღის კონფლიქტის ზონასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია კვლავ შეიცვალა. თუკი ადრე რუსეთი სტაბილურობის ერთადერთ გარანტად ჩანდა რეგიონში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მოსკოვის შესაძლებლობამ, უზრუნველეყო რეგიონის უსაფრთხოება, იკლო.

 

მხარეებს შორის, მარტში მომხდარ რამდენიმე შეტაკებას სომხეთის მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა, აზერბაიჯანმა კი მთიანი-ყარაბაღის ერთი სოფელი დაიკავა. რუსი სამშვიდობოების ჩარევის მიუხედავად, აზერბაიჯანმა არ დათმო დაკავებული ტერიტორიები და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტს ხისტი პასუხიც გასცა.

 

პარალელურად სომხეთის ხელისუფლების მანევრიც გაიზარდა – უფრო თამამი გახდა და მხოლოდ მოსკოვის გადაწყვეტილებებს აღარ ელის. შედეგად, დიპლომატიურმა პროცესმა ბრიუსელში გადაინაცვლა.

 

ფაშინიანისა და ალიევის პირველი შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში შედგა. შემდეგი – მიმდინარე წლის 6 აპრილს. მესამე კი, – 22 მაისს. მხარეებს შორის შუამავალი ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელია. მხარეები შეთანხმდნენ საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შექმნაზე.

 

იქამდე ფაშინიანის სტუმრობდა პარიზს, სადაც აზერბაიჯანთან მიმდინარე პროცესის დარეგულირებასთან დაკავშირებით სრული მხარდაჭერა მიიღო.

 

2020 წლის ომის დაწყების შემდეგ მხარეებს შორის მთავარ შუამავლად რუსეთი განიხილებოდა, თუმცა დღეს სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც მომრიგებლად ევროპა ურჩევნიათ. ფაშინიანისთვის ეს არის საშუალება, შეცვალოს სომხეთის გეოპოლიტიკური ვექტორი, რისკენაც ის თვიდანვე მიისწრაფოდა. ალიევისთვის კი, – ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და სამმხრივი ფორმატის გაუქმებას. აქვე უნდა აღინიშნოს მხარეების განსხვავებული მოტივაციები – მოტივირებული მხოლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლება იყო, რომელმაც 2020 წლის ომი დაიწყო და შემდგომი მოლაპარაკებათა პროცესიც წარმართა.

 

მოლაპარაკებათა პროცესი და მხარეთა პოზიციები

 

დღეს მოლაპარაკებათა პროცესში მთავარი დღის წესრიგი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაა. ეს დღის წესრიგი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ იყო ნაკარნახევი, როგორც საშუალება ომის დასრულებისა.

 

აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმების ხუთი პუნქტი წარმოადგინა. სამი მათგანი ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას და მომავალში მხარეების პრეტენზიების არქონას შეეხება. კიდევ ერთი პუნქტი სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციასა და დემარკაციას შეეხება, რომლის საფუძველზეც, აზერბაიჯანული მხარის აზრით, დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაც იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთი პუნქტი სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას უკავშირდება.

 

ყველა პუნქტი კითხვებს იწვევს: პირველ რიგში, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით ალიევს მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ნაწილზეც კონტროლის მიღება სურს. მეორე – დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დაკავშირება საზღვრის დელიმიტაციასთან არ არის სწორი: მაგალითად, საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრები მხოლოდ 50-60%-ით აქვს დელიმიტირებული, მაგრამ ეს არანაირად არ აისახება მათ შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე. მესამე, კომუნიკაციების გახსნა მხოლოდ ტერიტორიული საკითხების დარეგულირების შემდეგ, ნაცვლად თავისუფალი ვაჭრობის ჩაშვებისა და მოსახლეობას შორის კონტაქტების დამყარებისა, კიდევ უფრო გაართულებს “კონფლიქტის დარეგულირების” პროცესს.

 

ფაშინიანმა უკანასკნელ პერიოდში განცხადა, რომ საჭიროა, თამასის დაწევა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს და მზად უნდა ვიყოთ ყარაბაღის სტატუსის საკითხზე დათმობებებისთვის. ასევე, მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანის წარმოდგენილ ხუთ პუნქტში მიუღებელი არაფერია. ასევე თქვა, რომ მას შეეძლო ომის თავიდან აცლება, მაგრამ ეს ვერ შეცვლიდა სიტუაციას.

 

გარდა ამისა, ფაშინიანმა შეწყვიტა ყარაბაღის მოსახლეობის ხსენება საკუთარ გზავნილებში. შესაბამისად, მან აზერბაიჯანის მიმართ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმით სომხეთში მასობრივი პროტესტები გამოიწვია, რომელიც უკვე ერთი თვეა გრძელდება.

 

პარალელურად, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა საკუთარი ექვსი პუნქტი აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის, ბაქოში ეს მიდგომები არ მოიწონეს. კერძოდ, სომხეთის ხელისუფლების მოლოდინებს შორისა ყველა სამხედრო ტყვეს დაბრუნება, კომუნიკაციების გახსნა, მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემა, ასევე მთიანი ყარაბაღის სტატუსის საბოლოო განსაზღვრა. რაც შეეხება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებზს, სომხეთის ხელისუფლება ამბობს, რომ სომხეთმა უკვე აღიარა აზერბაიჯანის საზღვრები 1991 წლის დეკემბერში დსთ-ში გაწევრიანებით.

 

აზერბაიჯანი არ ეთანხმება ამ მოთხოვნებს, რამდენადაც სომხეთი მუდამ აცხადებდა, რომ აღიარებს აზერბიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მთიანი ყარაბაღის საკითხის გარეშე, მათ შორის იმიტომაც, რომ უკვე 1991 წლის დეკემბერში მთიანი ყარაბაღი უკვე დამოუკიდებლობის შესახებ აცხადებდა. რაც შეეხება სომეხ ტყვეებს, ისინი აზერბაიჯანში უკვე გაასამართლეს და დამნაშავეებად სცნეს, შესაბამისად, ბაქო მათი სომხეთისთვის დაბრუნებას არ განიხილავს.

 

ტერიტორიული საკითხები

 

საზღვრის დელიმიტაცისა და შემდეგი დემარკაციის პროცესის ფარგლებში, აზერბაიჯანს სურს მიიღოს დამატებითი ტერიტორიები. 1990 წლების დასაწყისში ომის დროს სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს არა მხოლოდ მთიან ყარაბაღში, არამედ მთელ იმ საზღვარზე უპირისპირებოდნენ ერთმანეთს, რომლის კონფიგურაცია საგრძობლად შეიცვალა – 100 კვადრატული კილომეტრი სომხეთის საბჭოთა დროის ტერიტორიისა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა და პირიქით. შედეგად საზღვრის ზოლი გასწორდა და ადაპტირდა ლანდშაფტთან. თუმცა დღეს აზერბაიჯანი მოითხოვს ძველი ზოლის დაბრუნებას, მაგრამ არ აპირებს სომხეთის ტერიტორიების დაბრუნებას.

 

ნაკლებსავარაუდოა, რომ სომხეთი შეძლებს მისი ტერიტორიიდან აზერბაიჯანის შენაერთების გაყვანას, რომელიც მან უკვე 2021 წლის მაისიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით დაიკავა – 110-120 კვადრატული კილომეტრი, ძირითადად, სიუნიქის აღმოსავლეთით და გეგარკუნიკის რეგიონის სამხრეთ საზღვრებთან.

 

აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით, სომხეთმა უნდა აღიაროს აზერბაიჯანის მიერ 2020 წლის ომის შემდეგ კიდევ ახალი ტერიტორიების მისაკუთრებაც. სწორედ ეს არის აზერბაიჯანისთვის მშვიდობის შეთანხმებსა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პირობა. შესაბამისად, აზერბაიჯანი სამშვიდობო პროცესს განიხილავს, როგორც ახალ მასშტაბურ ოპერაციას, თუმცა დიპლომატიურ ფრონტზე, სადაც  ის ითხოვს როგორც 2020 წლის ომის შედეგების ლეგიტიმაციას, ასევე – მოგვიანებით დაკავებულ დამატებით ტერიტორიებს.

 

დიპლომატიური პროცესის მხარდაჭერა შუამავლების მიერ, არ ნიშნავს აზერბაიჯანის მისწრაფებების მხარდაჭერას. 2022 წლის 29 აპრილს ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ დასავლელი ლიდერები არაერთხელ ეუბნებოდნენ, მას რომ უნდა გაითვალისწინოს რეალობა და შეწყვიტოს ტერიტორული მთლიანობის მოთხოვნა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებდა. დღეს ეს შუამავლები კვლავ მხარს უჭერენ სამშვიდობო დღის წესრიგს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მხარს უჭერენ აზერბაიჯანის პოზიციას ყარაბაღის ვერტიკალური დაქვემდებარების ჭრილში.

 

სამომავლო ტენდენციები

 

დღეს კონფლიქტის გადაჭრა აზერბაიჯანის სასარგებლოდ საკმაოდ რეალურია. სომხეთს არ აქვს რაიმე ინსტრუმენტი და შესაძლებლობა არსებული სტატუს -კვოს ფიქსაციისთვისაც კი და აგრძელებს პოზიციების დათმობას როგორც მოლაპარაკებებზე, ასევე მოლაპარაკებების გარეშეც. თუმცა, კონფლიქტის ფორმალური დარეგულირება, ორივე მხარისთვის ნაკლებად მისაღები პირობებით, ნიშნავს შენელებული მოქმედების ნაღმს კონფლიქტის ახალ გამწვავებამდე.

 

ალტერნატიული სცენარები კი კონფლიქტის დარეგულიებისა, ჯერ არ განიხილება, თუკი პროცესიდან არ გამოვრიცხავთ სომხეთში ხელისუფლების ცვლილებას.

 

კიდევ ერთი საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რომ ვინ იქნება გარე მოთამაშეებიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონში კონფლიქტის დარეგულირების შემთხვევაში. საყოველთაო აზრი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი, რომელიც რეგიონში რჩება სამხედრო კონტინგენტით, კონფლიქტის დარეგულირების შემთხვევაში რეგიონს დატოვებს. თუმცა ეს არის მხოლოდ ვერსია და არც თუ ისე უსაფუძვლო.

 

რეალურად, კონფლიქტის დარეგულირება გახსნიდა გზას თუქული თანამშრომლობის 3+3 პლატფორმისთვის სამხრეთ კავკასიაში. რაც ასევე ითვალისწინებს რუსეთის რეგიონში დარჩენას, დასავლეთისგან განსხვავებით. საკითხი კი მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს რომ თურქეთს შეუძლია რუსეთთან მოკავშირეობა, ამასთან, თურქეთი მზადაა გახდეს დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური ძალა, რომელსაც რეგიონში დასავლეთი აღარ სჭირდება.

 

მეტი თურქეთი კავკასიაში, არ ნიშნავს მეტ დასავლეთს. თუკი თურქეთი გახდება დამოუკიდებელი მოთამაშე, ის არცერთ სცენარში არ იქნება სომხეთის მოკავშირე და მეგობრული ქვეყანა.

 

გარდა ამისა, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის პოტენციური დარეგულირებით აზერბაიჯანული მიდგომების ფარგლებში, აზერბაიჯანი ხდება მთავარი რეგიონული მოთამაშე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მის ავტორიტარულ ტენდენციებს. ამასთან, აზერბაიჯანმა ნათლად დაანახა ყველას, რომ შეუძლია რუსეთთან შეთნხმება ორივე მხარისთვის მნიშვნელეოვანი დღის წესრიგის შემთხვევაში, ისევე როგორც, შეძლება, მოელაპარაკოს დასავლეთს. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ მოლოდინი იმისა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის გაძლიერება დასავლურ ინტეგრაციას გააძლიერებს, არარეალურია.

 

არსებობს კიდევ რიგი ნაკლებსავარაუდო სცენარებიც. ეს სცენარებია ხელისუფლების ცვლილება რეგიონის ქვეყნებში და პრიორიტეტეისა და მიდგომების შეცვლა. უკრაინის წინაღმდეგ ომისა და დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთის ხელისუფლების ტურბულენტობას ვერ გამოვრიცხავთ, ეს კი, თავის მხრივ, სერიზულ ზეგავლენას მოახდენდა კონფლიქტის ზონაში თამაშის წესებზე. სამნიშნა ინფლაციის შემთხვევაში, რომელიც უკვე შეიმჩნევა თურქეთში, ვერც თურქულ ხელისუფლებას ვერ ვუწოდებთ მდგრადგს. ასეთივე პრობლემა შეიქმნა ირანში – მასშტაბური პროტესტების ტალღა ქვეყანას კრიზისს უქადის. ამ კონტექსტში ვერც საქართველოს ან სომხეთის ხელისუფლებების გრძელვადიან მდგრადობაზე შეიძლება საუბარი. აზერაიჯანშიც კი, ყველაფერი ეკონომიკურ ტენდენციებზე იქნება დამოკიდებული.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები