საზოგადოება

ამინდი: საქართველოში მკვეთრად აცივდება

24.10.16 19:10


25 ოქტომბერი, სამშაბათი

მთელ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში — თოვლი. დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარემ, შეიძლება, წამში 17-22 მეტრს მიაღწიოს, ხოლო აღმოსავლეთში — 10-15 მეტრს. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 10-15. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 3 — პლუს 2, ხოლო დღისით — 2-7 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 2-7 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 3-8; მაღალ მთაში ღამით მინუს 5-0 გრადუსი, ხოლო დღისით — 0-5 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. თბილისშიც იწვიმებს და ნისლიანი ამინდი იქნება.

ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრს მიაღწევს. ღამით ჰაერის ტემპერატურა 5, ხოლო დღისით — 6 გრადუსი სითბო იქნება. 26 დეკემბერი, ოთხშაბათი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ხოლო მთაში — მოთოვს.

ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 20-25 მეტრს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთში — 17-22 მეტრს. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 6-11 გრადუსი სითბო, დღისით — 10-15. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 3 — პლუს 2, ხოლო დღისით — 2-7 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 2- პლუს 3 გრადუსი, ხოლო დღისით — 1-6 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით მინუს 8-3 გრადუსი, ხოლო დღისით — მინუს5-0 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში მოსალოდნელია ღრუბლიანი, წვიმიანი და ნისლიანი ამინდი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს. ღამით იქნება 2 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 4 გრადუსი. 27 ოქტომბერი, ხუთშაბათი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო მთაში — მოთოვს. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 17-22 მეტრს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთში — 10-15 მეტრს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 15-20. მაღალ მთაში ღამით იქნება 6 —1 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 5-10 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 3- პლუს 2 გრადუსი, ხოლო დღისით — 6-11 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით მინუს 9-4 გრადუსი, ხოლო დღისით — -0-5 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება, ღამით იწვიმებს. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ღამით მოსალოდნელია 1, ხოლო დღისით — 9 გრადუსი სითბო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები