პოლიტიკა

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად პრეზიდენტმა დავით რაქვიაშვილი დანიშნა

24.10.16 19:30


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად გიორგი მარგველაშვილმა დავით რაქვიაშვილი დანიშნა. პრეზიდენტმა რაქვიაშვილი დღეს, 24 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში წარადგინა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პრეზიდენტმა საბჭოს უკვე ყოფილი მდივანი, ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა. იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების განხორციელებას 2 ოქტომბრიდან შეუდგა, საბჭოს მდივნის თანამდებობა კი დღემდე ვაკანტური იყო.

იმერლიშვილი საბჭოს მდივნად 2013 წლის 22 ნოემბრს დაინიშნა. მანამდე, 2010 წლიდან 2013 წლის ნოემბრამდე მდივანი გიგა ბოკერია იყო. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნები სხვადასხვა დროს ასევე იყვნენ: კოტე კემულარია, კახა ლომაია, ეკა ტყეშელაშვლი, ვანო მერაბიშვილი, თედო ჯაფარიძე.


წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები