პოლიტიკა

“გაზსადენის გაფართოებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება”

24.10.16 19:40


საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP–ის რეგიონულ პრეზიდენტთან აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, გორდონ ბირელთან შეხვედრა გამართა.

როგორც “კვირას” პრემიერის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს პროექტები, რომლებსაც კომპანია BP-ი საქართველოში ახორციელებს. ყურადღება გამახვილდა შაჰ დენიზის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მნიშვნელობას, რომლის მშენებლობა 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს. აღინიშნა, რომ გაზსადენის გაფართოებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ასევე, პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის მიღებული გაზის მოცულობა საგრძნობლად გაიზრდება.

გორდონ ბირელმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP-ს მთავარი ოფისი განთავსებულია ბრიტანეთში, ქ. ლონდონში. კომპანიას აქვს წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია BP საქართველოში 1996 წლიდან მოღვაწეობს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 604


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები