პოლიტიკა

ბესელიას განმარტება საპარლამენტო პოსტებზე წარსადგენ პირებთან დაკავშირებით

24.10.16 19:50


"ქართული ოცნების" ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო პოსტებზე წარსადგენ პირებთან დაკავშირებით უმრავლესობაში საუბარი არ ყოფილა.

"არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არ გვქონია ამ თემაზე საუბარი"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ეკა ბესელიამ.

იგივეს ამბობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძეც. მისი თქმით, პარტიის პოლიტსაბჭო საერთოდ არ შეკრებილა.

"გარკვეული მონახაზები შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ არავისთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. პოლტსაბჭო საერთოდ არ შეკრებილა”- ამბობს კობახიძე.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები