პოლიტიკა

"დანაც კი არასდროს უტარებია, რატომ მომიკლეს შვილი" - ლიკვიდირებულის დედა ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს

24.10.16 20:00


სასწავლო ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობისას ლიკვიდირებული გიგა შენგელიას დედა, ელზა ლოგუა აცხადებს, რომ მისი შვილი თბილისში შეყვარებულის სანახავად იყო ჩასული.

როგორც მან "ნიუპოსტს" განუცხადა, მისი შვილის ბრალეულობის არ სჯერა და მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

ლოგუა კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მის შვილს იარაღი ჰქონდა.

"დანაც კი არასდროს უტარებია, რატომ მომიკლეს შვილი"- აცხადებს ლიკვიდირებულის დედა.

23 წლის გიგა შენგელიას მეგობრები პირად საუბრებში კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობენ. მათი ინფორმაცით მოკლულის ძმა "კრწანისის" სასწავლო ცენტრში ირიცხებოდა, ჯარიდან რამდენიმე თვის წინ წამოვიდა და არ გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდები ცენტრში მყოფი მისი მეგობრის სანახავად იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით მოკლულის ძმა გიორგი შენგელია გაქცეულთა შორისაა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე დაფიქსირდა.

რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.

თავადსხმისას ლიკვიდირებული პირი კი 1993 წელს დაბადებული გიგა რომანის ძე შენგელიაა. ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს ქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან.

შენგელია ოჯახთან ერთად ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში ცხოვრობდა.

გარდაცვლილის ცხედსარი პროზექტურიდან ზუგდიდში უკვე გადაასვენეს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 1648


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები