საზოგადოება

ილია მეორე: მშობლებმა თავისი შვილები ხატით უნდა დალოცონ

24.10.16 20:10


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს თავიანთი შვილების ხატით დალოცვისკენ მოუწოდა.

ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ხატის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ძალაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფლის ერთ-ერთი უდიდესი სასწაული ეს არის ხატი და ხატის ძალა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს სათნოებისკენ, შვილების სიყვარულისკენ და უპოვართა დახმარებისკენ მოუწოდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 577


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები