პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის ელჩს შეხვდა

24.10.16 21:05


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს დიდი მხარდამჭერია და მისი დახმარებით, ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობის, ადგილობრივი სტრუქტურების გაძლიერების, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

გიორგი კვირიკაშვილმა ანჟეი ჩიეშკოვსკის საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.


წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები