საზოგადოება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

24.10.16 21:15


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული პირების დაკავება 21-23 ოქტომბერს, ე.წ. საზღვარზე მოხდა.

საუბარია დუშეთის რაიონის სოფელ ქარქუშაანის, გორის რაიონის დიდი მეჯვრისხევისა და სოფელ კირბალის მკვიდრებზე.

„გამომდინარე იქიდან, რომ დამრღვევებს არანაირი დოკუმენტები არ გააჩნდათ, ამჟამად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური მათი მონაცემების დადგენისკენ მიმართულ სამუშაოებს ატარებს“, - ნათქვამია განცხადებაში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები