პოლიტიკა

"დავით რაქვიაშვილს აქვს როგორც აშშ-სთან, ასევე რუსეთთან ურთიერთობის სერიოზული გამოცდილება"

24.10.16 21:35


პრეზიდენტმა რაქვიაშვილის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას აშშ-სა და რუსეთთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს.

"მინდა, საზოგადოებას უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი წარვუდგინო. ბატონი დავით რაქვიაშილი არის ამ თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრი. მას აქვს სერიოზული გამოცდილება, ის იყო რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში ინციდენტების პევენციის მოექანიზმში და გამომდინარე აქედან, აქვს სერიოზული გამოცდილება, როგორც შეერთებულ შტატებთან თანაშრომლობის კუთხით, ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობაში.

ის იყო შეერთებულ შტატების ელჩის მოადგილე, დესპანი. მე და ბატონი დავითი ერთად ვქმნიდით იმ ინსტიტუტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, (საქართველოს საგანმანათლებლო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) ის იყო გამგეობის წევრი.

საგანმანათლებლო თვალსაზრისით, სერიოზული გამოცდილება გააჩნია. არის ერთ-ერთი გამორჩეული ალპინისტი. ვისაც მთაში უვლია, კარგად იცნობს ბატონ დავითს.

ეს სერიოზული პიროვნული მაჩვენებელია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოში იმუშაო და ემსახურო ქვეყნის გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობას.

ბატონი დავითი მუშაობდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების და დაფუძნების პროცესში.

გვაქვს ურთიერთობის 30-წლიანი გამოცდილება. მას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი", - განაცხადა პრეზიდენტმა.


წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები