ანალიტიკა

არ დავუშვათ, რომ საქართველო იქცეს სომხური რევანშიზმის „ბაზად“

07.06.22 15:20


ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ სომეხი ნაციონალისტები და "ჯავახკელი" სეპარატისტები საქართველოში  თავიანთ ძლიერებასა და შესაძლებლობებში სულ უფრო და უფრო თავდაჯერებულად მოქმედებენ. მეტიც, საქართველო ხდება „დიადი სომხეთის“ შექმნის სომხური ბოდვითი რევანშისტული იდეების „გამოსაცდელი ადგილი“ ქართულ, აზერბაიჯანულ და თურქულ მიწებზე.

 

ამის ნათელი დასტურია სომეხი ექსტრემისტების პროვოკაციული ქმედება დიდგორის ველზე, რომელსაც „კავკაზპლუსი“ გამოეხმაურა თავის მასალაში „სომხური პრეტენზიების სიმბოლო ქართულ მიწებზე სეპარატისტული „არცახის“ დროშა დიდგორის ველზე“ (http://kavkazplus.com/news.php?id=36562). თავად სომეხმა ნაციონალისტებმა სეპარატისტულ ტელეგრამულ არხზე „ჯავახკში“ თავიანთი პოსტებით დაადასტურეს, რომ აქციის ადგილი სწორედ სიმბოლურად აირჩიეს და სეპარატისტული დროშა ე.წ. „არცახი“ შემთხვევით სულაც არ აუფრიალებიათ:

 

„... საქართველოს სომხურმა სათვისტომომ დიდგორის ველზე დავით აღმაშენებლის სელჩუკებზე გამარჯვების მემორიალთან კონცერტი გამართა  მაისის გამარჯვებებისა და 1918 წელს სომხეთისა და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების პატივსაცემად (https. ://t.me/jvkhk1/971).

 

სადღესასწაულო სიმბოლური ადგილი (https://t.me/jvkhk1/967): დიდგორის ხეობაში დავით აღმაშენებელმა დაამარცხა თურქ-სელჩუკთა ლაშქარი, რომელსაც თურქი მთავარსარდალი ილღაზი ხელმძღვანელობდა.  900 წელი გავიდა, მაგრამ ძნელია გავიხსენოთ საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელობის მოვლენა, როგორც დიდგორის ბრძოლაა. ამ მოვლენის წყალობით საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, მოიშორა ეგზისტენციალური საფრთხე ქართველი ხალხის ფიზიკური განადგურების სახით. 2020 წელს გადაწყდა, რომ 12 აგვისტო გამოეცხადებინათ სახალხო დღესასწაულად (დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღე), მაგრამ კანონპროექტი არ შევიდა ძალაში თურქული მხარის კრიტიკის გამო: „თურქეთის საელჩომ მეგობრულად ითხოვა, რომ არ ყოფილიყო მიღებული კანონპროექტი მისი ამჟამინდელი ფორმით“, რადგან ეს გავლენას მოახდენს მეგობარი ქვეყნების პარტნიორულ ურთიერთობებზე. 2021 წელს კოვიდი მძვინვარებდა. აზერბაიჯანელი პროპაგანდისტები წერენ, რომ ღონისძიების ასეთ ადგილას გამართვა მიზანმიმართული პროვოკაციაა. სომხებმა ცეცხლი შეუნთეს ანტითურქულ განწყობებს,  დავით აღმაშენებელი ხომ თურქებთან ერთად შეექცეოდა ჩაის. ეს ბრძოლა თურქებისგან განთავისუფლების სიმბოლოა. ვიმედოვნებთ, რომ ამ წელს დღესასწაული მაინც გაიმართება...“

 

ქართული გამოცემა "კავკაზპლუსი" "ჯავახკელმა" სეპარატისტებმა უკვე მიაკუთვნეს "აზერბაიჯანელ პროპაგანდისტთა" სიას. ასევე ირკვევა, რომ სომეხი ნაციონალისტები დიდგორის ველზე არ აღნიშნავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ( 1918 წელს ამ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საჭირო გახდა მისი დაცვა სომხეთ-საქართველოს ომში სომხური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში). მათ „მაისის გამარჯვებები“ იზეიმეს.

 

და რა გამარჯვებებია ეს თუ გავითვალისწინებთ, რომ სადღესასწაულო ადგილზე სეპარატისტული „არცახის“ დროშა ფრიალებდა? რა თქმა უნდა, მათ გაიხსენეს სომეხი ბოევიკებისა და სეპარატისტების მიერ აზერბაიჯანის ქალაქ შუშას 1992 წლის მაისში აღება. ასეთივე წარმატებით სომეხმა ნაციონალისტებმა და „ჯავახკელმა“ სეპარატისტებმა ქართულ მიწაზე დიდგორის ველზე თავხედურად აღნიშნეს სეპარატისტებისა და სომეხი ბოევიკების მიერ 1993 წლის სექტემბერში საქართველოს სოხუმის აღებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის დღე.

უფრო მეტიც, როგორც 1992 წლის მაისში შუშაში, ასევე 1993 წლის სექტემბერში სოხუმში, ძირძველი - აზერბაიჯანული და ქართველი მოსახლეობის გენოციდი და ეთნიკური წმენდა ხშირად ხდებოდა იმავე სომეხი ბოევიკების მიერ, რომლებიც იბრძოდნენ აფხაზეთში სისასტიკით სახელგანთქმულ ბაგრამიანის სახელობის ბატალიონში.

 

და ამის შემდეგ აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის ჯალათებს კვლავ უჩნდებათ სითამამე, საქართველოს მიუთითონ ვინ მეგობარია და ვის უნდა ემტეროს!

 

ძალიან საშიშია, რომ მგზნებარე სომეხი ექსტრემისტები და რევანშისტები ასე მშვიდად გრძნობენ თავს საქართველოში. აზერბაიჯანის ყარაბაღის ტერიტორიაზე  „არცახის“ ტილოების ფრიალის დრო „ყარაბაღული კლანის“ შეუმდგარი სეპარატისტებისა და რევანშისტებისთვის რუსი სამშვიდობოების მფარველობის ქვეშ იწურება. სულ რაღაც სამ წელიწადში რუსი სამშვიდობოები ყარაბაღს დატოვებენ, აზერბაიჯანის ძალოვანი უწყებები კი იმ სეპარატისტებსა და ომის დამნაშავეებს გაუმკლავდებიან, რომლებსაც გაქცევის დრო არ ჰქონდათ. 

 

ერევანში და ზოგადად სომხეთის რესპუბლიკაში რევანშისტებით არც თუ ისე აღფრთოვანებულია დღევანდელი ხელისუფლება. ჯერ ერთი, ამ ხელისუფლებას სჭირდება მშვიდობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან და მეორეც, რევანშისტების მცდელობა ძალისმიერი გადატრიალება განახორციელონ, რუსეთის აგენტების დახმარებით აშკარად აშინებს მათ.

 

ასე რომ სომეხი ექსტრემისტული ავსულობა, რომელსაც სძულს საქართველო და ოცნებობს ქართული სახელმწიფოებრიობის დანაწევრებასა და ნგრევაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ინაცვლებს, საქართველოს ისტორიას „ეტმასნება“.  სარგებლობს რა იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება, სამწუხაროდ სათანადო ყურადღებას არ აქცევს "ჯავახკელი" სეპარატისტებისა და სომეხი ნაციონალისტური "მეხუთე კოლონის" მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის წარმოქმნილ საფრთხეებს, ისინი ახორციელებენ თავიანთ პროვოკაციულ ქმედებებს,  სეპარატისტული ტილოების ფრიალით გამართული "დღესასწაულის" მსგავსად, რომელიც ორგანიზებული იყო ექსტრემისტული ორგანიზაციის "საქართველოს სომხური თემის" მიერ მაისის ბოლოს დიდგორის ველზე.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 784


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები