საზოგადოება

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს

24.10.16 21:50


„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას ოდორანტის სუნის შესაძლო გავრცელების შესახებ აფრთხილებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ აცნობეს, ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში. კერძოდ, ხვალ ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება თბილისში, ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით.

„ოდორანტის ტრანსპორტირება ასევე მოხდება შპს „ბორჩალოს“ (მარნეულის რაიონი), ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის, შპს „ჩირინა 3“-ისა და ვაზიანის (გარდაბნის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების სუნი, თუმცა ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - აცხადებს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ და მოსახლეობას შესაძლო დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები