ანალიტიკა

ქართული გვარის მქონე პირები რუსეთის ფედერაციაში და თურქოფობიური პროპაგანდა

07.06.22 16:40


ფეისბუქზე ძალიან საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა ერთ-ერთმა „რუსმა ქართველმა“ ზურაბ ჯავახაძემ, რომელიც უკვე დიდი ხანია რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს და ალბათ მშობლიური ენაც კი  არ ახსოვს. გთავაზობთ ამონარიდს:

 

„დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დასაცავად სპეცოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით, რუსეთში ბევრმა გააცნობიერა, რომ მათ ქართული ფესვები აქვთ, შეუძლიათ ქართული პასპორტის აღება და ჯარისგან თავის დაღწევა.

 

ეს ქართული გვარ-სახელების მქონე ხალხია, მათი მშობლები ქართველები არიან.

მაგრამ საქართველოს შესახებ  იმდენი იციან  რამდენიც მე - კოლხეთის მეფის,  აიეტის შესახებ... ამ ქართველებმა, რომელთაც სურთ ქართული პასპორტის აღება არაფერი იციან საქართველოს შესახებ.

 

ვინ დაიპყრო საქართველო 1921 წელს?!

 

-მმმმმმმმმმმმმ.... თურქეთმა?!

 

ვინ უჭერდა მხარს ოს და აფხაზ სეპარატისტებს 90-იან წლებში?!

 

-მმმმმმმმმმმმმ, თურქეთი?!

 

ვისთან იბრძოდა საქართველო 2008 წელს?!

 

- იქნებ, ამჯერადაც თურქეთს?!

 

საინტერესო დროში ვცხოვრობთ. ქართული გვარის მქონე ადამიანები, რომლებმაც არაფერი იციან საქართველოს შესახებ, ცდილობენ გახდნენ მისი მოქალაქეები, რათა არ მოხვდნენ ომში უკრაინასთან“.

 

გასაგებია, რომ ხალხს არ სურს მონაწილეობა მიიღოს პუტინის რეჟიმის აგრესიაში მეზობელი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. მაგრამ, საინტერესოა სხვა რამ - რამდენად ტვინგამორეცხილები არიან რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველები, თურქოფობიური პროპაგანდის წყალობით, რომელსაც სომხური ლობი ახორციელებს ათწლეულების მანძილზე.

 

ისინი დაარწმუნეს, რომ „ყოველგვარი ბოროტების წყარო“ თურქეთია. რუსეთის გარშემო მყოფი ხალხის „ყველა პრობლემისა და უბედურების“ თურქეთზე გადაბრალება პროპაგანდისტული მეინსტრიმი გახდა. რუსეთი კი, რა თქმა უნდა, „მხოლოდ სიკეთეს სთესს“. ამიტომაც, „რუს ქართველებს“, მათ გონებაში ჩანერგილი თურქოფობიური სტერეოტიპებითა და ნეოიმპერიული მითებით „უსასრულოდ კეთილი რუსეთის ფედერაციის“ შესახებ, უჭირთ  ისტორიული ფაქტების აღქმა, მათ შორის უახლესი დროიდან.

 

ზოგიერთ ამგვარ ქართველს გულწრფელად უკვირს, როცა გაიგებს, რომ თურმე 300 000-ზე მეტი ქართველი დევნილი  აფხაზეთიდან  არა „ბოროტმა თურქებმა“ არამედ „მოძმე სომეხმა ქრისტიანებმა“ და „კეთილმა რუსულმა არმიამ“ განდევნეს. რომელიც სწორედ ახლა ახორციელებს უკრაინის მოსახლეობის გენოციდს, მაგრამ პროპაგანდა რუსეთის ფედერაციაში, რა თქმა უნდა ამაზე არ საუბრობს. ვინაიდან მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლს ვინმე „ნაცისტებსა“ და „ბოროტ ბანდეროველებს“ მიწერენ. რა თქმა უნდა თურქეთსაც, რომელიც ამარაგებს „ბოროტ ბანდეროველებს“ ბაირაქტარებით.

 

საქართველოს ხელისუფლებასაც მიუძღვის ბრალი იმაში, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ცრუ პროპაგანდით საფუძვლიანად „გამოურეცხეს ტვინი“. საქართველო ხომ საკმარის ძალისხმევას არ მიმართავს რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართული წარმოშობის მქონე ადამიანებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისთვის (შეგახსენებთ, ასეთების რაოდენობა კი 1 მილიონზე მეტია).

 

შედეგად კი, კრემლისეული პროპაგანდით ამგვარად დამუშავებული ქართველები ჩამოდიან საქართველოში და გულწრფელად უკვირთ კრემლისა და სომხური ლობის მიერ მხარდაჭერილი სეპარატიზმის გამო დატანჯულ გაჭირვებულ და დაღუპულ ქართველებს რომ ხვდებიან.  პირიქით, ასეთი ქართველები ასევე გაკვირვებულნი რჩებიან, როდესაც იგებენ, რომ  საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციებს ცუდი არაფერი მოაქვს და ასევე რამდენი კარგი საქმე კეთდება საქართველოში თურქეთის დახმარებითა და თურქეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობის წყალობით.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 640


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები