პოლიტიკა

,,შემაჯამებელ ოქმზე ცესკოს წევრებს ხელმოწერის უფლება არ აქვთ“ - ცესკოს სპეციალური განცადება

25.10.16 15:25


ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია შედეგების შეჯამების წესისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურის შესახებ განცხადებას ავრცელებს, ცესკოში, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შემაჯამებელ ოქმს პარტიების წარმომადგენლება ხელი არ მოაწერეს, სიცრუეს უწოდებენ და განმარტავენ რომ ოქმს ხელს მხოლოდ თავმჯდომარე და მდივანი აწერენ.

,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება კანონიერ ძალაში შესული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, ცესკოს სხდომაზე, კენჭისყრის გარეშე. კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა სავალდებულოა მხოლოდ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ შემაჯამებელ ოქმებზე. რაც შეეხება ცესკოს შემაჯამებელ ოქმებს, მას საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ხელს აწერენ მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი და არა ცესკოს სხვა წევრები.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს რომელიმე წევრმა შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ცესკოს სხვა წევრებს, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის გარდა, არ გააჩნიათ შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერის უფლებამოსილება.

ცესკოს 24 ოქტომბრის სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმები, რომლებსაც ხელი მოაწერა კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა. პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულმა ცესკოს სამმა წევრმა კი დააფიქსირა განსხვავებული აზრი შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, რომელიც, კანონმდებლობის თანახმად, აისახა სხდომის ოქმში.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები საჯაროა და ხელმისაწვდომია ცესკოს ვებ-გვერდზე“ - ნათქცვამია ცესკოს განცხადებაში.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 631


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები