ეკონომიკა

აჭრაში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა

25.10.16 15:35


აჭარაში მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,34-ით გაიზარდა და 227 ათას 342 უცხოელ ტურისტი შეადგინა, იტყობინება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. ტურისტების სტატისტიკა რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გაზრდილია რეგიონში ვიზიტორების რაოდენობაც.

საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით რეგიონს 9 თვის განმავლობაში 1 132 250 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. საერთაშორისო მოგზაურების განსაკუთრებული ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფიქსირდება. 9 თვეში, საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 76,55% გაიზარდა, რაც 114 169 უცხოელ ვიზიტორს გულისხმობს.

გასული წლისგან განსხვავებით, წელს განსაკუთრებით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა ირანიდან, საიდანაც რეგიონში 30 468 ვიზიტორი შემოვიდა. ციფრი 7,5 —ჯერ აღემატება (23 230) გასულ წლის ანალოგიურ პერიოდს და მათი ძირითადი ნაწილი სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შემოვიდა.

ლიდერობს ისრაელიც, საიდანაც ვიზიტორების რიცხვი რეგიონში 371% —ით გაიზარდა (23 236). მათი დიდი უმრავლესობა კი აჭარაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა (22 803). საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა რეგიონში 76%-ითაა(3270) გაზრდილი საუდის არაბეთიდან და 279% ით(1483) არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან. „დღემდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტურისტების რაოდენობას რეგიონში რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვითვლიდით. თუმცა წელს, დავიწყეთ არარგისტრირებული განთავსების ობიექტების კვლევაც, რომლის ფარგლებშიც დადგინდება თუ რა რაოდენობის ტურისტი რჩება აჭარაში არარეგისტრირებულ სასტუმროებსა და საოჯახო სახლებში. რაც საშუალებას მოგვცემს განისაზროს თუ რა რაოდენობის ტურისტი სტუმრობს აჭარას წლის განმავლობაში",- განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები