პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილის ბრალდებებს სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენელი პასუხობს

25.10.16 15:45


მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ბრალდებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილი პასუხობს.

როგორც ის აცხადებს, აუდიტის სამსახური სწავლობს ყველა პოლიტიკურ შემოწირულობას, მაგრამ რადგან პარტიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები დამოუკიდებლად არ ქმნიან ფონდს და დამოუკიდებლად არ იღებენ შემოწირულობებს, შესაბამისად, ნიკა რურუას დამოუკიდებლად, პარტიის გარეშე, არანაირი ხარჯი არ განუხორციელებია.

„ჩვენ ვსწავლობთ ყველა პოლიტიკურ შემოწირულობას. როგორც მოგეხსენებათ, პარტიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები დამოუკიდებლად არ ქმნიან ფონდს და დამოუკიდებლად არ იღებენ შემოწირულობებს, შესაბამისად, ნიკა რურუას, დამოუკიდებლად, პარტიის გარეშე არანაირი ხარჯი არ განუხორციელებია და ვერც შემოწირულობას მიიღებდა, შესაბამისად მის ცალკე დეკლარაციას ვერ შევისწავლიდით, ეს მარტივია და კანონმდებლობით რეგულირდება. სამწუხაროა, რომ იურისტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული არასწორად არის შეფასებული. შესაბამისად, ჩვენ ვსწავლობთ როგორც ზურაბიშვილის მიერ მიღებულ შემოწირულობებს და ხარჯებს, ასევე სხვა დამოუკიდებელი კანდიდატების თუ პარტიების მიერ განხორციელებულ ხარჯებს და ეს რა თქმა უნდა, შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასაც“, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

ცნობისათვის, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი, აუდიტის სამსახურს მოუწოდებს მისი შემოწირულობების მსგავსად ნიკა რურუას შემოწირულობებიც შეისწავლოს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები