ეკონომიკა

საქსტატი: საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 37%-ით გაიზარდა

13.06.22 11:40


2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 913.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37%-ით მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 091.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (36.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 821.4 მლნ. აშშ დოლარი (37.3 პროცენტით მეტი).

 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მაისში 2 729.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტი შეადგინა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები