საზოგადოება

პრემიერმა “გილეადის” ვიცე-პრეზიდენტს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

25.10.16 16:35


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკული კომპანია „გილეადის“ ვიცე-პრეზიდენტს, გრეგ ალტონს შეხვდა, რომელიც თბილისს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.

მთავრობის მეთაურმა „გილეადის“ ვიცე-პრეზიდენტს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, პროგრამით მოსარგებლე და განკურნებული პაციენტების რაოდენობა კი იზრდება. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობით ხორციელდება.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ გასული წლის აპრილიდან, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტში 14 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, 5 ათასზე მეტმა მკურნალობა უკვე დაასრულა და 92 პროცენტი სრულად განიკურნა.

ამერიკული კომპანია „გილეადი“, C ჰეპატიტის ვირუსის სრულ ელიმინაციამდე, საქართველოსთვის მედიკამენტების უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები