საზოგადოება

2017 წელს თბილისში მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერები გაჩნდება

25.10.16 17:15


2017 წლიდან კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისში დიდი ტევადობის ნაგვის კონტეინერების დადგმას გეგმავს, რაც გააუმჯობესებს ქალაქში ჰიგიენის პირობებს.

მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერს შახტაში სპეციალური ლიფტით ჩაუშვებენ, ხოლო ზედაპირზე მხოლოდ ნაგვის მიმღები დარჩება, რომელიც ჩვეულებრივი პრინციპით იმუშავებს.

„მიწისქვეშა კონტეინერების განთავსება გვინდა ისეთ ადგილებში, სადაც მჭიდრო მოძრაობა და პარკინგის პრობლემაა. ამ ნაგვის ურნების დაცლა ყოველი 2-3 საათის ნაცვლად, 3-4 დღეში იქნება საჭირო. ეს მომავლის პროექტია და გვინდა, რომ მომავალი წლიდან განვახორციელოთ“, — განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე დავით დოლიძემ ტელეარხ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ამჟამად თბილისს ქალაქის დასუფთავებისთვის 290-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა ემსახურება. გარდა ამისა, „თბილსერვის ჯგუფმა“ მთელ ქალაქში 10 ათასზე მეტი ნაგვის კონტეინერი დააყენა. ამჟამად თბილისში 18,9 ათასზე მეტი მსგავსი კონტეინერია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1270


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები