ანალიტიკა

საფრანგეთი ცდილობს საბერძნეთისა და სომხეთის დახმარებით "ახალ ფრონტებზე გახსნას ცეცხლი" და უკრაინა "აიძულოს დანებდეს"

16.06.22 10:15


უახლესი გეოპოლიტიკური ტენდენციებით თუ ვიმსჯელებთ, საფრანგეთი იწყებს საკუთარ გლობალურ თამაშს ზოგიერთი კონფლიქტის „გასაყინად“ და ახლის გასაღვივებლად. უფრო მეტიც, აშკარად ჩანს „ფრანგული თამაშის“ გადანაცვლება სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ - უკრაინიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისა და სამხრეთ კავკასიისკენ.

 

დღეს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ნამდვილად სურს „შუამავლის“ როლი შეასრულოს რუსეთსა და მისი აგრესიის მსხვერპლს - უკრაინას შორის. ისევე, როგორც მისმა ერთ-ერთმა წინამორბედმა, ნიკოლა სარკოზიმ "შეასრულა" ეს როლი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს.

 

სარკოზის "ფრანგული მშვიდობისმყოფელობის" შედეგად, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და მზადდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსია. თუმცა, საფრანგეთთან ასოცირებული სომხური ლობი, როგორც ჩანს სავსებით კმაყოფილია ასეთი შედეგებით, რამაც უკვე არსებითად აქცია ოკუპირებული ქართული აფხაზეთი „ზღვისპირა სომხეთად“.

 

მაკრონის სიტყვებმა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს „დამცირებული“ და ფაქტობრივად 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ აგრესორის მიერ მიტაცებული ტერიტორიების  ნაწილის „დაფიქსირებისაკენ“ მოწოდებებმა, უკმაყოფილება გამოიწვია როგორც კიევში, ასევე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. 2022 წლის 15 ივნისს ემანუელ მაკრონმა გაიმეორა, რომ "რაღაც მომენტში" უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინის სხვა წარმომადგენლებს მოუწევთ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება, რაც მიანიშნებდა ტერიტორიულ დათმობებზე.

 

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ საფრანგეთს და აცხადებენ, რომ ის რუსეთთან მოლაპარაკებას უკრაინის ინტერესების ხარჯზე აპირებს. ამ დროისთვის კიევი უარს ამბობს რუსეთთან ზავის დადებაზე თუ ის 24 თებერვლის შეჭრამდე ურთიერთშეხების წერტილამდე მაინც არ დახევს ჯარებს.

 

თუმცა, მრავალი თვალსაზრისით საფრანგეთის "მიბაძვით" ევროპის ქვეყნები და უპირველეს ყოვლისა გერმანია, საბოტაჟს აწყობენ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევასთან მიმართებაში. ამის გამო, ამჟამად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უბრალოდ არ გააჩნიათ საკმარისი ძალები კონტრშეტევისთვის. თავის მხრივ, რუსული ჯარები უბრალოდ „წნეხში ატარებენ“ უკრაინის თავდაცვას დონბასში, სარგებლობენ რაოდენობრივი უპირატესობით იარაღში, უპირველეს ყოვლისა, შორი დაფარვის არტილერიაში და საბრძოლო მასალებში.

 

საფრანგეთისა და ევროკავშირის და ნატოში "პროფრანგული" ძალების სტრატეგია ნათელია - კიევის ფორმალური მხარდაჭერით მიაღწიონ უკრაინის მაქსიმალურ გამოფიტვას. რათა იმავე საფრანგეთის შუამავლობით, იგი არსებითად რბილ კაპიტულაციაზე წავიდეს, დაუშვას ზავი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის შენარჩუნებით.

 

უკრაინაში მაკრონი უკრაინის ინტერესების ხარჯზე მოქმედებს როგორც „მშვიდობისმყოფელი“, ხოლო აღმოსავლეთით ხმელთაშუა ზღვაში, პირიქით ის „ბურაულების“ მხარესაა. უპირველეს ყოვლისა კი ბერძენი სამხედროების მხარეზე, რომელიც სარგებლობს რა საფრანგეთის მხარდაჭერით, უარს არ ამბობს თურქეთის ტერიტორიების მიტაცების განზრახვაზე. საუბარია ბერძნების პრეტენზიებზე კონტინენტური შელფის ზონასა და თურქეთის კუთვნილ საზღვაო ტერიტორიებზე, რომლებიც ბლოკავს მთელ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვას.

 

საფრანგეთი აქტიურად ამარაგებს იარაღით საბერძნეთს, ამჟამად მან შეიძინა ფრანგული იარაღის რამდენიმე სისტემა: La Combattante IIa, III და IIIb სწრაფმავალი მოიერიშე კატარღები, AMX-30 ტანკები, AMX-10P ჯავშანტექნიკა, Dassault Mirage F1 და Dassault Mirage 2000 გამანადგურებლები. არსებობს საფრანგეთთან შეთანხმებაც, რომ მიაწოდოს საბერძნეთს FREMM მრავალფუნქციური ფრეგატები, 18 Dassault Rafale თვითმფრინავი და სხვა იარაღი, ჯამში 2,5 მილიარდი ევროს ღირებულებით. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი სიტყვიერად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოდის, ის არ აწვდის უკრაინას იმ იარაღის მწირ წილს, რომლითაც იგი გულუხვად ამარაგებს საბერძნეთს.

 

საფრანგეთის მხარდაჭერით ბერძენი პოლიტიკოსები იწყებენ „თავხედობას“. ეს ჩანს თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარსა და ბერძენ დეპუტატებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში სტამბოლში პოლიტიკური კომიტეტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (PA) ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის ერთობლივი შეხვედრის დროს.  

 

ჰულუსი აკარმა გაიმეორა თურქეთის მოთხოვნა საბერძნეთისადმი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის კუნძულების დემილიტარიზაციის შესახებ, რაზეც დამსწრე ბერძენმა დეპუტატებმა ემოციურად საკმაოდ მიუღებლად გამოხატეს რეაგირება.

თურქმა მინისტრმა გაიხსენა: „თქვენ ამდენი კილომეტრი გადმოლახეთ, კუნძულოვანი საბერძნეთიდან კუნძულოვან თურქეთამდე და დაარღვიეთ ჩვენი საჰაერო სივრცე. რას ელით ჩვენგან? არსებობს რადარის სურათები, ჩვენ გავუზიარეთ ისინი მოკავშირე ქვეყნებს. 28 აპრილს ჩვენ ვუპასუხეთ ამ ქმედებებს“, - თქვა ჰულუსი აკარმა და განაცხადა, რომ საბერძნეთი „ტერორისტებს ეხმარებოდა“. (იგულისხმება ტერორისტული "ქურთების მუშათა პარტია").

 

2022 წლის 15 ივნისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე თქვა, რომ საბერძნეთი ანტითურქული წრეების ხელში იარაღია. მისი აზრით, ათენში ან ვერ აცნობიერებენ ამას ან მზად არიან ამ ტიპის მეორეხარისხოვანი როლისთვის. ერდოღანმა პირდაპირ არ მიუთითა, ვინ თამაშობს მთავარ როლს ანტითურქულ ესკალაციაში ამჯერად, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ეს პირველ რიგში საფრანგეთია.

 

და ბოლოს, საფრანგეთის პოლიტიკური წრეები კვლავ აპირებენ ფსონი დადონ სომეხ შურისმაძიებლებზე და შეუმდგარ „არცახელ“ სეპარატისტებზე, რომლებსაც პარიზში „გაშლილი ხელებით“ მიიღებენ. ე. წ. 2022 წლის 13 ივნისს თვითგამოცხადებული „არცახის პარლამენტის“ „სპიკერი“ არტურ ტოვმასიანი პარიზში ჩავიდა, სადაც საფრანგეთის სომხური თემისა და საფრანგეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

სავსებით შესაძლებელია, რომ უკრაინაში ფრანგული სცენარის მიხედვით „დამშვიდების“ პროცესები და საბერძნეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტების გაღვივება და სომეხი ნაციონალისტების მიერ ახალი რევანშისტული ომის წამოწყების მცდელობები ერთდროულად იყოს პროვოცირებული პარიზიდან. ეს „გაწყვეტს“ სამხრეთ კავკასიის გავლით დღეს აქტიურად ჩამოყალიბებულ სატრანზიტო გზებს, რის გამოც პირველ რიგში საქართველო დაზარალდება. პირიქით, საფრანგეთისა და სომხური ლობის ძალისხმევა ხელს შეუწყობს ევრაზიის სახმელეთო ტრანზიტს რუსეთის ან ირანის გავლით, რაც ტრადიციულად საფრანგეთის პოლიტიკის ჩარჩოებში ჯდება.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები