საზოგადოება

საზ. ტრანსპორტში პირბადეების ტარება 20 ივნისიდან სავალდებულო აღარ იქნება

16.06.22 12:40


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო 20 ივნისიდან აღარ იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციით მიიღო.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო იქნება სამედიცინო დაწესებულებებში.

 

“კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

ასევე, 15 ივნისიდან საქართველოს საზღვრის კვეთისას კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა საჭირო აღარაა. ამასთან, გაუქმდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ თვითიზოლაციის ვალდებულებაც.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები