საზოგადოება

ვაკის რაიონის გამგეობამ აფხაზეთის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

25.10.16 17:45


ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვ.-ის მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, სკვერში გამოიცვლება ბორდიურები, შეკეთდება და შეიღებება ლითონის ღობე, კედელი, მოხდება კიბეების რეაბილიტაცია, დაიგება მოზაიკური ფილები. სკვერის შესასვლელში მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ახალი ურნები და სკამები, ტერიტორიაზე მოხდება მწვანე საფარის დამუშავება.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის სკვერში აღმართულია სკულპტურული მემორიალი „საქართველოსთვის“, რომელიც ამ ტერიტორიაზე ჟიული შარტავას ხსოვნის ნიშნად დაიდგა.

აფხაზეთის სკვერის გარდა, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მოპირდაპირე მხარეს არსებულ სკვერშიც დაიწყო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გზისპირა კედლის შეკეთება. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე გამოიცვლება ბორდიურები, დაიგება ფილები, შეკეთდება გარე განათების ბოძი, სასრიალო და საქანელები, სკამები და ურნები.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 39979


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები