ანალიტიკა

საქართველო  გეოპოლიტიკურ საჭადრაკო  ველზე

18.06.22 21:45


გაჩაღებულია გამძაფრებული დიპლომატიური  ბრძოლა საქართველოსთვის.  დამოუკიდებლობის  გამოცხადების  შემდეგ  სამხრეთ კავკასიის ქვეყნების,  უკრაინისა და  მოლდოვის  საკითხი  გაურკვეველი იყო.  უკრაინისთვის ომმა   დააჩქარა  ამ  ქვეყნების  გეოცივილიზაციური  არჩევანის  საკითხი.  უკრაინისა და მოლდოვის  საკითხებში  გარკვეული წინსვლაა, თუმცა  მათი საკითხი ბოლომდე არაა  გადაწყვეტილი, რაც ალბათ ამ ქვეყნების გარკვეული ტერიტორიების  ფასად  გადაწყდება.

 

ახლა, რაც შეეხება საქართველოს!

 

თუ ვინმე  ფიქრობს, რომ ევროკავშირში ახალი სახელმწიფოს მიღებას ევრო კავშირის ქვეყნები წყვეტენ  ძაან ცდება.  ეს წყდება ლონდონში  და, აი, რატომ?

 

რუსეთის იმპერია ბრიტანეთისთვის გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტს  წარმოადგენდა კონტინენტური ევროპის წინააღმდეგ. XIXსაუკუნის დასაწყისისთვის  უზომოდ გაძლიერებულ  საფრანგეთს  ლონდონმა მოსკოვისაკენ  მიუთითა, ასე აღმოჩნდნენ 1812 წელს  ფრანგები მოსკოვში, მაგრამ  ლონდონი ამ შემთხვევაში  საფრანგეთის გამარჯვებას სულაც არგეგმავდა, რის შედეგადაც მეორე წელს რუსები  პარიზში  დაბოდიალებდნენ.

 

უზომოდ გაძლიერებულმა  რუსეთმა  ჩათვალა, რომ ის ბრიტანეთთან ერთად    პოლიტიკურ ამინდს  ქმნიდა მსოფლიოში, შედეგად კი 1853  წელს  ყირიმის ომი მიიღო და  რუსეთს თავისი ადგილი მიუჩინეს.

 

XIXს-ის  ბოლოს  საფრანგეთის  ნაცვლად  გერმანიამ წამოყო თავი, მასაც 1914  წელს აღმოსავლეთისაკენ მიუთითეს, რა შემთხვევაშიც ბრიტანეთი ისევ პირველი სახელმწიფოდ რჩებოდა.

 

შეურაცხყოფილმა  გერმანიამ  1939 წელს კვლავ სცადა პირველობის  მოპოვება, მაგრამ  ბრიტანეთის  დიპლომატიამ  გერმანელებს  ისევ აღმოსავლეთისკენ მიუთითა, რის შედეგად გერმანია სასტიკად დაისაჯა: მისი ტერიტორია ორად  გაჰყვეს.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  გერმანიამ და  საფრანგეთმა  ევროპის  დანარჩენ ქვეყნებთან  ერთად  თავიანთ  განვითარებაში დიდ წარმატებას  მიაღწიეს.  კანონის  უზენაესობამ მათ საზოგადოებაში უნივერსალური სახელმწიფოებრიობს  შექმნას  შეუწყო ხელი. ევროპაში   ძალები თითქოს კვლავ გათანაბრდა. ამის შედეგად  დიდი  ბრიტანეთი  რთულ  გადაწყვეტილებას იღებს და  ევროკავშირიდან გამოდის.

 

ბრიტანეთი ისევ უპირისპირდება  კონტინენტურ ევროპას თავისი ანგლოსაქსური  ცივილიზაციით - აშშ, კანადა და ავსტრალია  - ეს  ის  ძალებია,  რომლებსაც  ლონდონი საერთაშორისო ურთიერთობებში  და სტრატეგიულ  გეგმებში ეყრდნობა.

 

დღეს  გერმანიას  და საფრანგეთს  რუსეთთან და უკრაინასთან მშვიდობიანი   ურთიერთობა სურთ, რადგან მშვიდობა ამ ქვეყნებში  მათი სტრატეგიული  განვითარების  საწინდარია, ამიტომ მათ  არაწყობთ  რუსეთ-უკრაინის ომი.  ომის  შეჩერების  სტრატეგიული გეგმა ამ ქვეყნებს არგააჩნიათ.

 

რეალობა  უბიძგებს მათ  დახმარება  გაუწიონ  უკრაინას, რადგან უშუალოდ  რუსეთთან მეზობლობა არსურთ. ისინი, როგორც  ჩანს, მზად არიან უკრაინის  ტერიტორი(ებ)ის დაკარგვის  ფასად მიიღონ უკრაინა ევროკავშირში, ასევე  მოლდოვა, ოღონდ დნესტრისპირეთის  გარეშე, მაგრამ ლონდონი  და  ვაშინგტონი  ამას არეგუებიან.

 

ლონდონი   ცდილობს  დაუბრუნოს  რუსეთს ევრაზიის ჟანდარმის სტატუსი,იმისათვის, რომ ევროპის ქვეყნები დაძაბულობაში ჰყავდეს. ამ  ვითარებას  ვ. პუტინი სათავისოდ იყენებს და საკუთარ  მოსახლეობას პატრიოტიზმში, რუსეთის ეროვნული  და სახელმწიფოებრივი ინტერესებისერთგულებაში აჯერებს, სინამდვილეში კი  ანგლოსაქსების  სამსახურშია.

 

რაც შეეხება საქართველოს და სამხრეთ კავკასიის  სხვა ქვეყნებს, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ მათი საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არარის, ამიტომ   ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ველზე გამძაფრებული ბრძოლა მიმდინარეობს. აქვე  უნდა აღვნიშნოთ, რომ ლონდონისთვისუკვე გადაწყვეტილია აზერბაიჯანის  საკითხი! კასპის  ენერგორესურსები  და აზერბაიჯანის სივრცე  ლონდონის  გავლენის ქვეშ ექცევა. ახლა მეორე საკითხია: რომელი გზით  წავა ევროპისკენ კასპის ენერგორესურსები?

 

საკითხი არც უნდა ყოფილიყო დასმული, რომ არა ნ. პაშინიანის მოსვლა სომხეთის ხელისუფლებაში, რომელიც შემთხვევითარ მომხდარა. არც ისაა  შემთხვევითი, რომ აზერბაიჯანმა ომით დაიბრუნა  თავისი  ტერიტორია.  დღეს  აზერბაიჯანი მზადაა სომხეთი საერთაშორისო გეოეკონომიკურ  პროექტებშიც კი ჩართოს, ოღონდ მან გაიყვანოს  თავისი ჯარები მთიანი ყარაბახის დარჩენილი  ნაწილიდან  და  ხელი მოაწეროს სამშვიდობო ზავს.

 

სომხეთი ვითომ ყოყმანობს, რადგან ეს მეორე სამარცხვინო დარტყმა იქნება  მათთვის, მაგრამ უეჭველია, რომ  სომხეთის ხელისუფლება ამასაც  გადაყლაპავს  და აზერბაიჯანთან სამშვიდობო ზავს მოაწერს.

 

სწორედ ესაა გეოპოლიტიკური დილემა და  არა ის, თუ  ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ხელისუფლებას  ძალიან კარგად ესმის ეს  ყველაფერი.

 

მაშასადამე,  უნდა  აღვნიშნოთ, რომ ეს  გეოპოლიტიკური  ბრძოლა და ახალი საერთაშორისო  წესრიგის ჩამოყალიბება სავარაუდოდ 5-10 წლის მანძილზე   გაგრძელდება. სწორედ ამ პერიოდშიგადაწყდება  ჩვენი  ქვეყნის გეოპოლიტიკური  ბედიც.

 

ერის კონსოლიდაცია, ძლიერი  ჯარის შექმნა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ამაღლება, კონსტიუციური წესრიგის დაცვა, დამოუკიდებელი სასამართლოს  ჩამოყალიბება და გამჭირვალე  არჩევნების  ჩატარება არის ჩვენი ქვეყნის  სიძლიერის საწინდარი. თუ ამას არდავიცავთ ისევ რუსეთის  ბოროტების  უფრსკულში ავღმოჩნდებით.

 

 

გურამ მარხულია

გეოისტორიისა და  გეოპოლიტიკის  კვლევის  კავკასიის საერთაშორისო   ცენტრის პრეზიდენტი

წაკითხულია : 3583


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები