ანალიტიკა

ექსტრემისტული ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომო“ ტერორიზმისა და პოლიტიკური მკვლელობების პროპაგანდას ეწევა

20.06.22 15:40


რადიკალური ნაციონალისტური და ექსტრემისტული ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომო“ კვლავ არღვევს საქართველოს კანონებს. ცოტა ხნის წინ მან დიდგორის მოედანზე პროვოკაციული აქცია გამართა, გამოფინა „დროშა“  და სეპარატისტული  „ჰიმნი“ "ააგუგუნა" ქვეყანაში, რომელმაც სეპარატიზმის გამო ტერიტორიის 20% დაკარგა.  ამჯერად „საქართველოს სომხური სათვისტომო“ პირდაპირ განადიდებს ტერორისტებს და შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზატორებს და ამით მოუწოდებს ტერორისა და მკვლელობებისკენ რასობრივი და ეთნიკური ნიშნით.

 

აზერბაიჯანი, მთელი მსოფლიოს აზერბაიჯანელები და საქართველოს აზერბაიჯანული საზოგადოება აღნიშნავენ თბილისში დაშნაკი ტერორისტების მიერ გამოჩენილი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების, აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების, ფათალი ხან ხოისკის და გასან ბექ აგაევის მკვლელობიდან ტრაგიკულ 102 წლისთავს. ფათალი ხანი ხოისკი მოკლეს 1920 წლის 19 ივნისს, ერთი თვის შემდეგ სომეხი ტერორისტების - დაშნაკების მიერ ასევე მოკლული იქნა გასაან ბექ აგაევი. ისინი თბილისში, მუსლიმთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ამჟამად მათი საფლავები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც გამოჩენილი აზერბაიჯანელი მოღვაწეების პანთეონია მოწყობილი.

 

ასეთ ვითარებაში მზაკვრული მკვლელობის არა მხოლოდ გამართლება, არამედ „გმირობად შერაცხვა“ და მკვლელების განდიდება ნიშნავს ეთნიკური სიძულვილის გაღვივებას საქართველოში და ეთნიკური კონფლიქტების პროვოცირებას. რაც 100%-იანი ალბათობით შეიძლება გამოიყენონ ქართული სახელმწიფოს მტრებმა ახალი აგრესიის წამოსაწყებად, საქართველოსთვის ახალი ტერიტორიების ოკუპაციისა და წართმევის მიზნით. მეტიც, იგივე „საქართველოს სომხური თემი“ მხარს უჭერს სომეხ „ჯავახკ“ სეპარატისტებს, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საქართველოდან გამოყოფის მომხრეა „ყარაბაღის სცენარის მიხედვით“.

 

ფათალი ხან ხოისკისა და გასან ბექ აღაევის მკვლელობის წლისთავზე, „საქართველოს სომხურმა სათვისტომომ“ სოციალურ ქსელებში თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მათ მკვლელობას აღმატებულ ხარისხში წარმოგვიჩენს:

 

„102 წლის წინ  ამ დღეს თბილისში  „ნემესისის“ აქციის ფარგლებში, სომეხმა შურისმაძიებელმა არამ იერკანიანმა მოკლა ბაქოს "მუსავათის" პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აზერბაიჯანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფათალი ხან ხოისკი, მას ბრალი ედებოდა 1918 წლის სექტემბერი "15 ათასი სომეხი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის" ორგანიზებაში ბაქოში. ერთი თვის შემდეგ გასან ბექ აგაევი დახვრიტეს, მათი ცხედრები თბილისში დარჩა, დაკრძალეს თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონში“.

 

გასაგებია, რომ დანაშაულის გასამართლებლად სომეხი ფალსიფიკატორები წერენ 1918 წლის სექტემბერში ბაქოში (როდესაც ქალაქი აზერბაიჯანულ-თურქულმა ჯარებმა ბოლშევიკურ-დაშნაკთა ოკუპაციისგან გაათავისუფლეს) „სომეხთა ხოცვა-ჟლეტის“ შესახებ, რომელიც არ მომხდარა და ავიწყდებათ გაიხსენონ იმავე 1918 წლის მაისში სომეხი დაშნაკების მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზერბაიჯანისა და ბაქოს მუსლიმური მოსახლეობის გენოციდის შესახებ.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფათალი ხან ხოისკი და ჰასან ბეი აგაევი იყვნენ წითელი არმიის ტყვედ ჩავარდნილი პოლიტიკური დევნილები აზერბაიჯანიდან, რომლებიც მაშინდელმა თავისუფალმა და დამოუკიდებელმა საქართველომ სტუმართმოყვარეობით შეიფარა. ეს იყო არა მხოლოდ ამაზრზენი მკვლელობა, არამედ დარტყმა საქართველოს იმიჯზე. მომავალში ამან გარკვეულწილად წინასწარ განსაზღვრა მისი ოკუპაცია იმავე წითელი არმიის მიერ, რაც განპირობებული იყო სომეხი ნაციონალისტებისა და დაშნაკების ღალატითა და ზურგშექცევით, რომლებიც აწყობდნენ შეიარაღებულ აჯანყებებს ბოლშევიკი ოკუპანტების „დახმარების მოწოდებით“.

 

ტერორიზმისა და პოლიტიკური მკვლელობების განდიდება, განსაკუთრებით ეთნიკური თუ რასობრივი ნიშნით, მკვლელებისა და ტერორისტების განდიდება თავისთავად არის დანაშაული და საფრთხე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები მშვიდობიანად ცხოვრობენ გვერდიგვერდ. განსაკუთრებით დღეს იმ პირობებში, როდესაც სეპარატისტების „დაცვის“ ყალბი საბაბით ხდება რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, როდესაც ოკუპირებულია უკრაინის ახალი ტერიტორიები, ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში და ათასობით უკრაინელი ლტოლვილი იძულებულია თავი შეაფაროს სხვა ქვეყნებს ომისა და ოკუპაციისგან თავის დასახსნელად.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 667


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები