პოლიტიკა
22.06.22 12:20
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორს სკოტ ნათანს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
საუბრისას განიხილეს საქართველოსა და DFC-ის შორის უკვე არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.
აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მნიშვნელოვანი როლი ქვეყანაში ფინანსური სექტორის გაძლიერებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა სკოტ ნათანს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა DFC-ის რეგიონული ოფისის შექმნის გეგმაზე.
DFC-ი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსთან 90-იანი წლებიდან თანამშრომლობს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მიერ 1993 წლიდან 800 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა 60-ზე მეტ პროექტში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე რაიან ჰარისი, DFC-ის დელეგაციის წევრი ნაზ ელ-ხატიბი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი აარონ რუპერტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელი მარიკა ოლსონი, ხოლო საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ესწრებოდნენ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მოსავლის აღება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თანამედროვე "მომთაბარე სოფლის მეურნეობა"
16:0003.07.22
-
მოიშორებს თუ არა პუტინი ლავროვ-კალანტარიანს?
21:5002.07.22
-
ალექსის ოჰანიანი ერთდროულად აფინანსებს "არცახის" და "ჯავახკის" სეპარატისტებს
21:4002.07.22
-
18:0001.07.22
-
17:4001.07.22
-
17:2001.07.22
-
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება
17:0001.07.22
-
16:4001.07.22
-
16:2001.07.22
-
სასამართლომ მარნეულში ეკლესიის დაფინანსება დისკრიმინაციულად მიიჩნია
16:0001.07.22
-
„ამხანაგო“ ხელისუფლებავ! მიდიხართ რუსული ხომალდისკენ“ - თაკო ჩარკვიანი
15:4001.07.22
-
ვოლსკი საფრანგეთში საქართველოს ყოფილს ელჩს არაკომპეტენტურს უწოდებს
15:2001.07.22
-
15:0001.07.22
-
14:3001.07.22
-
14:0001.07.22
-
13:4001.07.22
-
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე იმსჯელებს
13:2001.07.22
-
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
13:0001.07.22
-
საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
12:4001.07.22
-
12:2001.07.22
-
ირაკლი ქარსელაძე ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა ვალეანის შეხვდა
12:0001.07.22
-
11:4001.07.22
-
11:2001.07.22
-
11:0001.07.22
-
10:4001.07.22
-
ოხანაშვილის მიერ ვატო წერეთელის ცემაზე აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს
10:2001.07.22
-
10:0001.07.22
-
18:0030.06.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9283 ლარი გახდა
17:4030.06.22
-
17:2030.06.22
-
აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
17:0030.06.22
-
16:4030.06.22
-
ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ლევან ჟორჟოლიანი თანამომხსენებლად წარსდგა
16:2030.06.22
-
ევროკავშირში ღირსეული დამოკიდებულებით უნდა შევიდეთ, ეს არის ჩვენი მიზანი - მიხეილ ყაველაშვილი
16:0030.06.22
-
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
15:4030.06.22
-
15:2030.06.22