ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XXXIII

25.10.16 19:25


საქართველოს შინაგან სამინისტროს არქივში (ფონდი 2914, აღ. 2, საქმე N 37 (1867-1943) ფურც. 5-20) დაცულია კ. გვარამაძის მოხსენებითი ბარათი- ფილიპე მახარაძის და ლავრენტი ბერიას სახელზე. (1936 წლის 18 ოქტომბერი):
„დიდად პატივცემული
ამხ. ფილიპე მახარაძე.

ოცი, ოცდახუთი დღე ადგილობრივი დაშნაკთა საბუთების ძებნაში, მათი საგმირო საქმეების დასადასტურებლად ძლივას შევძელ მოხსენების ვრცლად დაწერა: ამხ. ბერიას სახელზე დავწერე და ასლი თქვენთვისაც უნდა გადმომეგზავნა.

ეს მოხსენება ამხ. ვარძიელს (რაიაღმასკომის თავმჯდომარეს) წარვუდგინე.

განსახილველად, მან თავის აზრი სთქვა, როცა გადაიკითხა: ეგ მოხსენება შეიძლება ვერც წაიკითხოს ბერიამ და თან ის ნაკლიც სთქვა მოხსენებისა, რომ ძველის ძველი საბუთები გაგიტარებიაო მათი საგმირო ფაქტებისა და სხვ. ეს უფრო უკეთესია ამხ. ფ. მახარაძეს გადაუგზავნოთ, ის უფრო დაინტერესებულია მაგნაირი ისტორიული საბუთებზე აგებული ნაწერებისა, სულ არა იყო რა არქივში შესანახადო.

ახლა თქვენთვის ვეღარ დავწერე, რადგან სამი თაბახი 11გვ. გადაწერა ძნელი იყო და როდესაც გადავწყვიტე ბერიას სახელობის ჩემი მოხსენება თქვენთვის გადმომეგზავნა, არც საჭირო იყო ასლის გადაწერა. ამისათვის გიგზავნით თქვენ ცნობად თუ რანაირს პოლიტიკას აწარმოებს შოვინისტ-ნაციონალურ ნიადაგზე ადგილობრივი დაშნაკები, მაგ. ერევნელი ინსტ. ლისიციანი, რომელიც გავლილ აგვისტოში აგიტაციებს ეწეოდა და სხვ. რომელიც ვითომ და მოვლინებული იყო ექსპედიციის ხელმძღვანელად სამეცნიერო მიზნით.

პატივისცემით კოტე გვარამაძე.
სიძველეთა კულტურის დაცვის კომიტეტის რწმუნებული და მუზეუმის გამგე
ქ. ახალციხე
18/X-36წ.
ფოსტის ადრესი:
ქ.ახალციხე-რაბათი
ძველი აბასთუმნის ქ.
კოტე გვარამაძეს.
დიდად პატივცემული ამხ. ლავრენტი პავლეს-ძე


მოხსენება
ნება მომეცით, დიდად პატივცემულო ამხ. ლავრენტი პავლეს ძევ მოგახსენოთ შემდეგი:

თქვენ კარგად მოგეხსენებათ მესხეთ-ჯავახეთი თვითმპყრობელი მეფისა და მინაგვარი მენშევიკების დროიდან ერთ-ერთ უბნელს კუთხეს შეადგენდა მთელს საქართველოში, რომელიც მოკლებული იყო სწავლა-განათლებას და ყოველგვარ კულტურულ განვითარებას, ხოლო გამეფებული იყო მის მოსახლეობაში-მრავალ ეროვანთა და სარწმუნოების მაღიარებელთა შორის სრულიან უვიცობა და ველური ცხოვრება, ცხოვრება არაადამიანური, რაც გამოწვეული იყო პოლიტიკურად ზერელედ ხსენებული ხელისუფლებისგან, მაგალითად სომეხი თათარს აუსია, რომელთა შორის საშინელ სისხლის ღვრას იწვევდა, კათოლიკე ქართველები სომხის ერს დაუმონავა, რის გამო თითქმის მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში დავა აუტეხა და სასტიკი შური და მტრობა ჩამოაგდო ურთი-ერთ შორის. კათოლიკე ქართველები, რომელნიც XV საუკუნეში, მესხეთ-ჯავახეთში, ოსმალოს გაბატონების დროს, როდესაც ოსმალო ცეცხლით და მახვილით უმასპინძლდებოდა ქართველთა, ხოცავდა ვინც მახმადის სარწმუნოებას არ მიიღებდა და სომხებს კი ხელს არ ახლებდა და იმ ხანებში სომეხი-კათოლიკენი ძალიან მცირენი იყვნენ, სალოცავად თავიანთი საკუთარი ეკლესიები არ ჰქონდათ და ქართველი კათოლიკეთა ეკლესიებში ლოცულობდნენ, რადგანაც ეს ორი გვარის კათოლიკენი ერთ სარწმუნოებას აღიარებდნენ.

თათრების მახვილის ასაცილებლად მათ სომეხად უჩვენეს თავი და მაშინ დედა-ენაზე ლოცვას დაანებეს თავი და ამათაც სომხურად დაიწყეს ქართველ კათოლიკეებმა, შემდეგ 1829-ში, რუსმა რომ აიღო ჩვენი კუთხე და იმ დროს აზრუმიდან გრაფ პასკევიჩმა 111 ათასი სომეხი გადმოასახლა ჩვენ კუთხეში, მაშინ ახლად გადმოსახლებული სომეხ-კათოლიკეები დაეპატრონენ ქართველ კათოლიკეთა ეკლესიებს და თვით ქართველ კათოლიკეებსაც სომხად ნათლავდნენ: და ამის თანახმანი რო არ იყვნენ ჩვენი კათოლიკენი ქართულ ენაზე მოინდომეს წირვა-ლოცვა, მარა ამის წინააღმდეგ ალექსანდრე II-ემ 1886 წელს „ Высочайшее повеление“ გამოსცა, რითაც აღუკრძალა კათოლიკე ქართველებს ლოცვა თავიანთ ეკლესიებში და ამით ხანგრძლივი დავა მოსპო. 1917წლის თებერვლის რევოლუციის გამარჯვებით, კათოლიკე ქართველებმა აღადგინეს ძველებურად თავიანთ დედა-ენაზე წირვა ლოცვა.

მარა ამით კიდევ არ სცხრებიან სომხები და კიდევ თავიანთ ნაციად აღიარებენ ჩვენი კუთხეების ქართველ კათოლიკეებს, რომელთა რიცხვი 6 ათას სულამდე ითვლებოდა გასაბჭოებამდე ტირასპოლის რომის კათოლიკე ეპისკოპოსის აღრიცხვით (იხ. იმ წლების ეპისკოპოსის კალენდრები). აქვე უნდა აღვნიშნოთ ებრაელთა ჩაგვრა და წვალება ქრისტიანებისგან. ასეთ ველურ ცხოვრებას განიცდიდა დასაბჭოებამდე ჩვენი მესხეთ-ჯავახეთი, ჩვენს კუთხეში ეროვნებით და სარწმუნოებით მოსახლეობა განიყოფება შემდეგნაირად: მახმადიანი ქართველები, ქურთები და თარაქამები.

ქართველები, მართლმადიდებელი და კათოლიკის სარწმუნოების: სომხები, გრიგორიანისა და კათოლიკის სარწმუნოებისა; ბერძნები, პოლონელები და სხვები.

მეტი ნაწილი მესხეთ-ჯავახეთში ეროვნებით სარწმუნოებების მიუხედავად, შეადგენენ ქართველები (ქართველი მაჰმადიანების ჩათვლით), შემდეგ-სომხები და სხვ. ურთიერთშორის დამოკიდებულება ქართველებთან, ყველა ადგილობრივი ეროვნებისა და სარწმუნოებისა, მეტად სიმპატიურია, მშვიდობიანი და სიყვარულიანი, არასდროს არ ახსოვს ადგილობრივ ქართველებს იმათგან უსიამოვნება, სომხების გარდა, რომელნიც ნაციონალურს ნიადაგზე სასტიკ შურს და მტრობას აწარმოებდნენ და დღესაც გასაბჭოების დროსაც კი ბედავენ ასეთ ნაციონალურს და შოვინისტურს პოლიტიკას. ასეთ ფაქტებს ქვემოთ ავღნიშნავ, რაც იწვევს ეროვნებებს შორის ურთიერთ არევ-დარევას, შეხლა-შემოხლას და დაუბოლოვებელ უსიამოვნებას, როგორსაც უწინ მეფისა და მენშევიკების ხელისუფლების დროს აწარმოებდნენ. დავიწყოთ ძველი ფაქტებიდან დაშნაკთა საგმირო ჩადენილობა:

ა) 1917წლის თებერვლის რევოლუციის გადატრიალებისას უსულხაჩაოს მეთაურობით დაშნაკები შეცვივდნენ ხაზინაში და მოსამსახურენის ეროვნებანი აღწერეს და არა სომეხთ გვარის თანამშრომლებს გამოუცხადეს იქიდან წასულიყვნენ, რადგანაც სომხებს გვეკუთვნის აქაურობაო (ნაამბობი ტროფინე მაისურაძესი... ფინგანის მთავ. ბუღალტერი რომელიც მსახურობდა):

ბ) იმავე თებერვლის რევოლუციის დროს, ადგილობრივ გიმნაზიაში, დიდი არეულობა და აურზაური ატეხეს დაშნაკებმა ანჯელოვის თაოსნობით (დიდი ყოფილი ვაჭარი), გიმნაზიის დირექტორი სერგო დანელია, ოთხი ქართველი მასწავლებელითურთ გააგდეს ვარციხეს გიმნაზიიდან და იმათ მაგივრად სომხები დანიშნეს ( ამის, დასამტკიცებლად იხ. გაზეთები: „სახალხო საქმე“ 1917წ. 79: გაზ. „საქართველო 1917წ. 188 და 189).

გ) ამავე გიმნაზიაში მისი დაარსებიდან, 1890წელს, სომხებმა თავიანთი ენა შეიტანეს გიმნაზიის ადმინისტრაციაში სასწავლებლად, ხოლო ქართული ენა უარყოფილი იქნა, იქ სასწავლებლად ქართველი მშობლები თხოულობდნენ დედა-ენის შეტანასაც, მარა ვერას გახდნენ. იმ დროს მე ქართველების მშობლებს თავი მოუყარე ერთად და ჩემი თაოსნობით, დემონსტრაციულად გავილაშქრე რამოდენიმე გზით, ადმინისტრაციის წინააღმდეგ, დაჟინებით მოვითხოვე ქართული ენის შეტანა გიმნაზიაში ისე, როგორც სომხური ენა, მხოლოდ მაშინ გვაღირსეს ქართული, მაგრამ ქართული ენის მასწავლებლის ხელფასი, 5 მანეთი დანიშნეს თვეში, იმ მიზნით, რომ ამ ხელფასში არავინ არ იმსახურებდა, მაშინ პრინციპის გულობისა მე ვიკისრე 5 მანეთის ხელფასზე სწავლება, როდესაც არავინ იკისრა. ამის დასამტკიცებლად აღვნიშნავ საბუთს: „სოციალურ-უზრუნველყოფის განყოფილების მიერ შედგენილი გამოკვლებითი აქტი“ გამგის პ.ჭყონიას მიერ, 1928წელს, 4 ივლისს, თანახმად სრ. საქართველოს „ცაკის“ უზრუნველყოფის განყოფილების მომართვისა, 1928 წელს 16 მაისიდგან N 1662, მოქ. გვარამაძის კ. განსაკუთრებული დამსახურებულის გამოსაკვლევად.“
დ) 1917 წლის ოქტომბერს რევოლუციური გადატრიალებისას დაშნაკებმა აშივას თაოსნობით გაიტაცეს ჩუმად შაშხანები და ტყვიამფრქვევები ადგილობრივი საწყობებიდან და გადაზიდეს სომხეთში (ნაამბობი პენსიონერი გაბო მღებრიშვილის მიერ).

ე) 1918/19 წლებში, სომხებმა უსულხაჩაოს თაოსნობით სასტიკი აგიტაციებით გაამწვავეს თათრების აღაბეგების მიერ ქართველებისადმი დავა, რომლებიც მოითხოვდნენ ახალციხეს დაპატრონებოდნენ; სომეხ დაშნაკებმა თათარ-ქართველთა დაიწყეს ორჭოფული აგიტაციები: ამ ორ მოძმე ქართველ-მაჰმადიანთა და ქართველთა შორის, ატეხილ დავა შხამიანი აგიტაციებით გამოიწვიეს მესხეთ-ჯავახეთს დამღუპველი და გამანადგურებელი ომი; შეუჩნდნენ ქართველებს და საბრძოლველად უსისინებდნენ: არიქა, ქართველებო „ჩვენც თქვენსკენ ვართ, დავკრათ ურჯულო თათრებს ოსმალოს“ გაბატონებას ცდილობენ ქართველების კუთვნილ სამფლობელოშიო“ და იმავე დროს, მაჰმადიანებს ეჩურჩულებოდნენ: „ახალციხე თქვენია, დასცხეთ ქართველებს, საქართველო უნდათ გააბატონონო“... რის გამოც გამოიწვიეს საშინელი სისხლის ღვრა-განადგურება. მოსახლეთა ლტოლვა და გაპარტახება, რის მომსწრენი თქვენცა ბრძანდებით ამხ. ლავრენტი პავლეს ძევ, თუ რა მწარე და საშავბნელო დღეები განიცადა იმ დროს მესხეთ-ჯავახეთმა, ასეთი პოლიტიკა დაშნაკებისა გამოწვეული იყო ნაციონალურ ნიადაგზე, რადგან ისინი ეპატრონებიან ამ ჩვენს კუთხეებს და „ჰაისტანათ“ თვლიან. იმ ატეხილი ომით წყალი ამღვრიეს თავიანთ სასარგებლოდ, ქართველების დახმარებით ცდილობენ მაჰმადიანების გაწყვეტას, რითაც სისხლს იძიებდნენ იმ დროს, სომეხ-თათართა შორის არეულ სისხლის ღვრის ნიადაგზე, რაც სწარმოებდა კავკასიის ყველა დაბა-ქალაქ-სოფლებში.“ იმ შრომელებში ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა, მათთან შედარებით როგორც მცირე რიცხოვანნი ერთიან დასუსტებოდნენ და თვითონ კი რჩებოდათ საბატონოდ მესხეთ-ჯავახეთ, რომელსაც დიდი ხნიდან ეპატრონებიან, ე.ი 1829 წლიდან ერზერუმიდან აქ გადმოსახლების დღიდან. იმ ომის 1828/9წლებისას გამოწვევისა, რომ დაშნაკები ბრძანდებოდნენ. სადაც ნათლად ცხადდებოდა მათი სამარცხვინო საგმირო საქმენი (იხ. გაზ. „სახალხო საქმე“ 1917წლისა, N 34 გაზ. „სახალხო საქმე,“ 1919წლ. N 552).

ვ) ნაციონალურ ნიადაგზე რო ეპატრონებიან ჩვენ კუთხეებს იქიდანაც ნათლად ჩანს სომხების სისაძაგლე და სითაღლითე, რო ძველს ისტორიულს ძეგლებზე ისტორიულ ეკლესიებზე, ქართულ ხუცურ წარწერებს ფხეკავენ და ნაცვლად სომხურად აწერენ, მაგ: სოფ. ალასტანში (ჯავახეთი) ძველ ეკლესიაზე, ხუცური წარწერა, რომელიც 20-30 წლის წინედ ჩემის თვალით მინახავს, ის ხუცური წარწერა და ის ხუცურის ნაწერის ტექსტი, მამაჩემს ივანე გვარამიძეს ქართულს ლიტერატურაში ცნობილს- „ვინმე მესხი“-ს, რომელიც ისტორიკოსი და არქეოლოგი გახლდათ, 1880-იან წლებში „ჯავახეთის და მესხეთის“ ძველი ისტორიული ძეგლებიდან ყველა წარწერები ხუცური თუ მხედრულია, თავის არხეოლოგიურ მგზავრობაში გადმოწერილი აქვს, რომელიც ჩვენთან დღესაც დაცულია და იმ დროის გაზეთებში „დროებაშიაც“ აღუნიშნავს, მაგ. იხ. გაზეთები „ვინმე მესხის“ არქეოლოგიურ მოგზაურობანი (ფელეტონის სვეტებში მოთავსებული) კუმურდოს ეკლესიის ხუცურ წარწერებზე. გაზ. „დროება“ 1880წ. N 96; აწყვირის ეკლესიის- „დროება“ 1882წელი, N167, ბიეთი ეკლესიისა, გაზ. „დროება“ 1882წელი N 168 და სხვაც ბევრია ამავე წლების. ეს ალასტანის წარწერა ხუცური, გაუჩინარებულია და მის ნაცვლად სომხურად დაუწერიათ, რომელიც ვნახე 2-3 წლის წინედ ჩემის თვალით, როდესაც სიძველეთა დაცვის კომიტეტის დავალებით გაგზავნილი ვიყავი იქ რწმუნებულად აპარატის მოსაწყობად სიძველეთ დასაცავად. ეს ცნობა სიძველეთა კომიტეტს მოვახსენე და გაუჩინარებული ხუცურის წარწერის ტექსტიც გადავუგზავნე, რითაც შევატყობინე, რომ აღარ არსებობს ის ხუცური და ნაცვლად არის მისი სომხური წარწერა ამ ეკლესიაზე მეთქი. ის ტექსტი მეც მაქვს, მინდოდა თქვენთან ასლის გამოგზავნა, მაგრამ ვერ ვიპოვე ჩემს არქივში ნაჩქარევად. ასევე აქვთ წაფხეკილ ხორენიაში, განძაში და სხვაგან (ჯავახეთი) და მის ნაცვლად სომხური წარწერები ჩანს იქაც. მაგ. სოფ. განძის ეკლესიების ნაწილობრივ წარწერების ტექსტს აღვნიშნავ. „ვინმე მესხი“-ს გადმოწერილ უბის წიგნის ფურცლებიდან: სოფ. განძა(ჯავახეთი) ძველი ეკლესიის კარზედ ასე აწერია („ვინმე მესხი“-ს გადმოწერილი 1880 წლებში)... (ქ.ღვთი გვირგვინოსანი მეფე გიორგის ლაშქარნი და სამეფოს დაიფარენ დედაო ღვთის და მხსნელისაო). განძა ეკლესიის კარზე ხუცურს აღარ ვწერ, ნაცვლად იმისა მხედრულად ახსნას აღვნიშნავ: „ღმერთო, ადიდე ორთავე ცხოვრებათა მანდატურთ უხუცესი შალვა ძმათა ძითა მათგანი ცოცხალ აღვაშენეთ ესე საყდართ ჩვენ ნიკოლას ძეთა შალვას მონას მან გლახას მეოხე ექმენ, ღმერთო, ყოველთაო საყდარი დედისა ღვთისასა.“

ზ) ასპინძის რაიონში, ასპინძიდან ერთი კილომეტრის დაშორებით აღმოსავლეთზე, ახალქალაქის გზატკეცილზე ხვილიშის ძველ ეკლესიაში ტამალის სომხებს, შეუტანიათ სომხურად ნაწერი, ოთხ-კუთხი ქვა 5-6 ფუთის სიბმოსა ეკლესიის დასაპატრონებლად. ის კი დავიწყებიათ იმ უბედურებს, რო ეკლესიის სამხრეთის კედელზე ზევით ხუცური წარწერა აქვს. ალბათ ის წარწერაც მათ ხუცურ, სომხურ წარწერა გონებიათ, რადგან ასო მთავრული ხუცური ნაწერი ძალიან წააგავს სომხურს ძველს გრაფარის ნაწერს. ასე რომ არ გონებოდათ იმასაც წაფხეკავდნენ თვარა თავიანთ გასამტყუნარის ქართულს საბუთს, არ დატოვებდნენ რაც ცხადს ჰყოფს იმათ სითაღლითეს და ქურდობასა, რომ ის სიძველე ქართველების ნაგებობას ამტკიცებს და არა სომხებისას. აქ ჩვენში ახალციხის მახლობელ სოფ. ყურათ უბანში ძველს ნანგრევს პატარა ეკლესიის ტრაპეზისა ქვაზედ აწერია: „წა ნინოს ჯვარი ვაზისა“ ჩუქურთმები ამოკვეთილია და ამ ჯვარზე რამოდენიმე ასო სომხური აწერია, ალბათ ესეც სოფ. წყრუთის ნასაქმევი იქნება (წყუთი 2-3 კილომეტრით დაშორებულია ყურათ უბანიდან). მაგალითების მოყვანა ბევრი შეიძლება, მარა სომხების სათაღლითის დასამტკიცებლად ესეც საკმარისი უნდა იყოს მგონია, რითაც ქართულ ისტორიულ ძეგლებს ამახინჯებს და ისტორიის ვნებას აძლევენ და ისტორიულ სინამდვილის კანონებს არღვევენ და ამახინჯებენ. ამისათვის მომყავს სომხების ასეთი სითაღლითის ნიადაგზე ნაციონალურ მუშაობის საბუთები, თვარა მე არავითარი სიძულვილი არ მიმიძღვის მათდამი, როგორც სოციალისტი ყველა ეროვნებას ერთნაირი და საერთო თვალსაზრისით უცქერი, რასაც ნათლად ამტკიცებს ჩემს სიცოცხლეში სომხებთან ამხანაგურს განწყობილებას. ჩემი მცირე საზოგადო ლიტერატურული მოღვაწეობის ნიმუშებიდან, როდესაც სომხური ლიტერატურიდან ქართულად ნათარგმნი მაქვს და ცალკე ბროშურად დაბეჭდილი შხიანცის „ნაკადული“ 1906 წელში და დასაბეჭდად განმზადილი მაქვს თათარ-სომეხთა შორის სისხლის ღვრის ნიადაგზე მწერალ აპრონიანის „ნისა-ხარი (ბაბო).“ მე ფაქტები მომყავს სომხების მიერ ისტორიულ დამახინჯებების ხაზზე, რაც შეუწყნარებელია ეს მათთვის საბჭოთა ხელისუფლებისადმი.

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები